მეხანძრე-მაშველებმა სახლში ხანძრის ქრობისას მოქალაქე გადაარჩინეს

მეხანძრე-მაშველებმა საცხოვრებელ სახლში გაჩენილი ხანძრის ქრობისას მოქალაქე გადაარჩინეს. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროდან აცნობეს.

უწყების ცნობით, 112-ში შესული ინფორმაციის თანახმად, თბილისში, თემქის დასახლებაში, საცხოვრებელ კორპუსში, ერთ-ერთ ბინაში შეინიშნებოდა დაკვამლიანება. მათივე ინფორმაციით, შეტყობინებაზე რეაგირება დაუყონებლივ მოახდინა საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურმა.

„ადგილზე მისული ჯგუფის ცნობით, ხანძარი რამდენიმე ოთახში იყო გაჩენილი. სახლში, ასევე, იმყოფებოდა ერთი მოქალაქე, რომლის უვნებლად გამოყვანა დაკვამლიანებული სახლიდან მეხანძრე-მაშველებმა დროულად მოახერხეს. მამაკაცის სიცოცხლეს საფრთხე აღარ ემუქრება. ამ დროისთვის ხანძარი სრულად ლიკვიდირებულია. შემთხვევის ადგილზე მუშაობდა 3 სახანძრო-სამაშველო ჯგუფი. მობილიზებული იყო ყველა შესაბამისი სამსახური”, - აღნიშნავენ უწყებაში.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს