„გრანტების გაცემის შესახებ კანონში“ ცვლილებები შედის

კულტურის სფეროში პროექტების დაფინანსების მიზნით „გრანტების გაცემის შესახებ კანონში“ ცვლილებები შედის. კანონპროექტი განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის სხდომაზე განიხილეს. კანონის დღეს არსებული რედაქცია საჯარო სამართლის იურიდიული პირის (სსიპ-ის) მიერ კულტურის მიმართულებით გრანტების გამოყოფას არ ითვალისწინებს. ცვლილება „გრანტების შესახებ“ საქართველოს კანონში, კერძოდ, კანონის მე-3 მუხლის „გ“ ქვეპუნქტში შედის.

როგორც კანონპროექტის განმარტებით ბარათშია აღნიშნული, კანონპროექტის მიღების მიზეზია ის გარემოება, რომ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 5 აგვისტოს N364 დადგენილებით, შეიქმნა სსიპ - კულტურის ეროვნული ფონდი, რომელიც ამავე დადგენილების თანახმად, განისაზღვრა გრანტის გამცემად.

„კანონპროექტის მიღების აუცილებლობა გამოწვეულია „გრანტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის „გ“ ქვეპუნქტის არსებული რედაქციით, რომელიც არ ითვალისწინებს საქართველოს მთავრობის მიერ განსაზღვრული საჯარო სამართლის იურიდიული პირის მიერ კულტურის სფეროში პროექტების ხელშეწყობის მიზნით გრანტების გაცემის შესაძლებლობას. შესაბამისად, იმისათვის რომ „კულტურის ეროვნულ ფონდს“ მიეცეს შესაძლებლობა, განახორციელოს კულტურის სფეროში პროექტების დაფინანსება საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკის გათვალისწინებით, აუცილებელია, კანონში შეტანილი იქნეს წარმოდგენილი ცვლილება,”- აღნიშნულია კანონპროექტის განმარტებით ბარათში.

როგორც კანონპროექტის განმარტებით ბარათში წერია, პროგრამის „კულტურის ხელშეწყობა“ ფარგლებში გათვალისწინებულია 12.7 მლნ ლარი, რომელიც ემსახურება კულტურის ფარგლებში სხვადასხვა საპროექტო ღონისძიებების დაფინანსებას. კულტურის ეროვნული ფონდის შექმნის შემდგომ დაახლოებით წლიურად 6.5 მლნ ლარი განაწილდება ამავე ფონდის ბიუჯეტში, რომლის ფარგლებშიც განხორციელდება საგრანტო პროექტების დაფინასება იგივე მიზნობრიობით.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო