პუტინმა ხელი მოაწერა კანონს, რომელიც ჟურნალისტების "უცხოელ აგენტებად" დარეგისტრირებას ითვალისწინებს

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ხელი მოაწერა კანონს, რომელიც მთავრობას აძლევს უფლებას, დამოუკიდებელი ჟურნალისტები, ბლოგერები და სოციალური მედიის მომხმარებლები "უცხოელ აგენტებად" დაარეგისტრიროს, - ამის შესახებ ინფორმაციას „დოიჩე ველე“ ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, ახალი კანონი შეიძლება შეეხოს ყველას, ვინც მედია საშუალებების მიერ გამოქვეყნებული ნებისმიერი მასალის შინაარსს ავრცელებს და დაფინანსებას საზღვარგარეთიდან იღებს.

აღნიშნული კანონმდებლობა კიდევ უფრო აფართოებს რუსეთის მიერ 2012 წელს მიღებულ კანონს, რომელიც ქვეყნის ხელისუფლებას უფლებამოსილებას ანიჭებდა, არასამთავრობო ორგანიზაციები „უცხოელ აგენტებად“ დაერეგისტრირებია.

ადამიანის უფლებების დაცვის ორგანიზაციები კანონს გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვისკენ გადადგმულ კიდევ ერთ ნაბიჯად აფასებენ, რომელიც ხელისუფლებას საშუალებას აძლევს, განსხვავებული აზრის გამოხატვასა და გავრცელებას ხელი შეუშალოს.

კანონპროექტის ავტორები კი აცხადებენ, რომ ცვლილება „სრულყოფილს“ ხდის ქვეყნის კანონმდებლობას უცხოელი აგენტების შესახებ.

კანონი ძალაში ხელმოწერისთანავე შევიდა.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს