აშშ საფრანგეთიდან იმპორტირებულ შამპანურზე, ხელჩანთებსა და ყველზე ტარიფების 100 პროცენტამდე გაზრდას გეგმავს

აშშ-ის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ საფრანგეთიდან იმპორტირებულ 2.4 მილიარდი აშშ დოლარის ღირებულების საქონელზე ტარიფს 100 პროცენტამდე გაზრდის, - ამის შესახებ ინფორმაციას დასავლური მედია საშუალებები ავრცელებენ.

მათივე ინფორმაციით, გაზრდილი ტარიფები შეეხება საფრანგეთიდან იმპორტირებულ შამპანურს, ხელჩანთებს, ყველს და სხვა პროდუქტებს.

ამ ნაბიჯით აშშ პასუხობს საფრანგეთის მიერ ციფრულ სერვისებზე დაწესებულ გადასახადს.

აშშ-ის სავაჭრო წარმომადგენლობის ოფისი აცხადებს, რომ საფრანგეთის მიერ დაწესებული ბეგარა, რომელიც საერთაშორის საგადასახადო პრინციპებსა და პოლიტიკასთან სრულ შეუსაბამობაშია, აზარალებს ამერიკულ კომპანიებს, მათ შორის Alphabet Inc’s Google (GOOGL.O)-ს, Facebook Inc (FB.O)-ს, Apple Inc (AAPL.O)-სა და Amazon.com Inc (AMZN.O)-ს.

შეგახსენებთ, რომ საფრანგეთმა მიიღო კანონი, რომლითაც ციფრულ სერვისებს 3 პროცენტიანი ბეგარა დაუწესა. კანონი ეხებათ იმ კომპანიებს, რომელთა შემოსავალიც საფრანგეთში 25 მილიონ ევროზე მეტი, ხოლო მსოფლიო მასშტაბით - 750 მილიონი ევროა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო