კიმ ჩენ ინმა ახალი „თანამედროვე მთიანი“ ქალაქი გახსნა

ჩრდილოეთ კორეის ლიდერმა კიმ ჩენ ინმა „წმინდა მთის“ ახლოს ახალი „თანამედროვე მთიანი“ ქალაქი გახსნა, - ამის შესახებ ინფორმაციას ჩრდილოეთ კორეის სახელმწიფო მედია ავრცელებს, რომელიც ახალ ქალაქს „თანამედროვე ცივილიზაციის განსახიერებად“ აფასებს.

სახელმწიფო მედიის ინფორმაციით, ქალაქში, რომელსაც სახელად Samjiyon-ი უწოდეს, 4,000 ოჯახის დასახლებაა შესაძლებელი, „ასობით ჰექტარზე კი 380 საზოგადო და ინდუსტრიული კორპუსებია განთავსებული.“

სააგენტო „როიტერსის“ ინფორმაციით, ქალაქის მშენებლობის დასრულება სამშენებლო მასალებისა და მუშახელის ნაკლებობის გამო გადაიდო, რისი მიზეზიც ფხენიანის ბირთვული პროგრამის შეჩერების მიზნით ჩრდილოეთ კორეისთვის დაწესებული სანქციები გახდა.

კიმ ჩენ ინის რეჟიმმა მშენებლობის დაჩქარება „მშრომელთა ახალგაზრდული ბრიგადების“ შექმნით განახორციელა, რომლებიც ადამიანის უფლებების ორგანიზაციების შეფასებით სხვა არაფერი იყო, თუ არა „მონური შრომა“, ვინაიდან ახალგაზრდებს წლების განმავლობაში ანაზღაურების გარეშე დღეში 12 საათზე მეტი დროით მუშაობას აიძულებდნენ, სანაცვლოდ კი უნივერსიტეტებში ჩარიცხვის უკეთეს შესაძლებლობებსა და „მუშათა პარტიაში“ ჩარიცხვას სთავაზობდნენ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა