შშმ პირთა დასაქმების ფორუმი გაიმართება

დღეს, შშმ პირთა საერთაშორისო დღეს, პრეზიდენტის ადმინისტრაციაში სოციალური მომსახურების სააგენტოს ინიციატივითა და პრეზიდენტის ადმინისტრაციის მხარდაჭერით, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა დასაქმების ფორუმი გაიმართება.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ სოციალური მომსახურების სააგენტოდან აცნობეს, ფორუმი ერთდღიანია და მის მიზანს შშმ პირთა დასაქმების ხელშეწყობა წარმოადგენს.

მათივე ინფორმაციით, დასაქმების ფორუმი მნიშვნელოვანი და ეფექტური ინსტრუმენტია სამუშაოს მაძიებელთა დასაქმების ხელშეწყობისათვის. ფორუმი სამუშაოს მაძიებლებს უმარტივებს წვდომას ვაკანსიებზე, მათ საშუალება აქვთ, ერთ სივრცეში, ერთდროულად გაეცნონ და აარჩიონ სხვადასხვა შეთავაზება რამოდენიმე დამსაქმებელისგან.

დასაქმების ფორუმზე, დამსაქმებლები შშმ პირებს შრომის ბაზარზე არსებულ, აქტიურ ვაკანსიებს შესთავაზებენ. წარმოდგენილი იქნება აქტიური ვაკანსიები სხვადასხვა სფეროებიდან. მათ შორის: მომსახურების, გაყიდვების, ტურიზმის, საბანკო და სადაზღვევო სფეროებიდან.

დასაქმების ფორუმზე სამუშაოს მაძიებელ შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებს საშუალება ექნებათ, ადგილზევე დარეგისტრირდნენ სოციალური მომსახურების სააგენტოს საინფორმაციო პორტალზე - www.worknet.gov.ge.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა