დავით ზალკალიანი ლონდონში დაგეგმილ ღონისძიებაში - NATO Engages: Innovating the Alliance მიიღებს მონაწილეობას

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, დავით ზალკალიანი ნატო-ს ლიდერთა შეხვედრის ფარგლებში, 3-4 დეკემბერს, ლონდონში ვიზიტით მიემგზავრება, სადაც ის ლიდერთა შეხვედრის პარალელურად დაგეგმილ ღონისძიებაში- NATO Engages: Innovating the Alliance მიიღებს მონაწილეობას.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ საგარეო საქმეთა სამინისტროდან აცნობეს, ღონისძიება ატლანტიკური საბჭოს მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის, გლობსეკ-ისა და რუსი-ს (Royal United Services Institute - RUSI) თანაორგანიზებით ტარდება.

შავი ზღვის უსაფრთხოებისთვის მიძღვნილ პანელზე - From the Baltic to the Black Sea: Security on NATO’s Frontlines მინისტრი სიტყვით გამოვა, სადაც ნატო-ს წევრი და პარტნიორი ქვეყნების რამდენიმე საგარეო საქმეთა და თავდაცვის მინისტრებთან ერთად ისაუბრებს შავი ზღვის უსაფრთხოების საკითხებზე და ამ კუთხით საქართველოს ძალისხმევაზე.

ვიზიტის ფარგლებში დავით ზალკალიანი დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს საგარეო და თანამეგობრობის საქმეთა სახელმწიფო მდივნის, დომინიკ რააბის მოწვევით, დაესწრება ნატოს წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების ვახშამს, როგორც ნატო-ს ასპირანტი ქვეყნის საგარეო უწყების ხელმძღვანელი.

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ვიზიტის მსვლელობისას შეხვედრას გამართავს ევროპისა და ამერიკის საკითხებში სახელმწიფო მინისტრთან, ქრისტოფერ პინჩერთან.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო