არჩილ თალაკვაძე ჟურნალისტებს - წარმოშობით გურიიდან ვარ, სადაც პოლიფონიური მუსიკა არის განვითარებული, მაგრამ ამდენ ხმაში როცა საუბრობთ, ვერ ვისმენ

მე წარმოშობით ვარ გურიიდან, სადაც პოლიფონიური მუსიკა არის განვითარებული, მაგრამ ამდენ ხმაში როცა საუბრობთ, ვერ ვისმენ, - ასე მიმართა პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ მედიის წარმომადგენლებს.

როგორც არჩილ თალაკვაძემ აღნიშნა, მას მედიის წარმომადგენლების კითხვები არ ესმის.

„არაფერი არ მესმის. მეგობრებო, მე ვარ წარმოშობით გურიიდან, სადაც არის პოლიფონიური მუსიკა და სიმღერა განვითარებული, მაგრამ ამდენ ხმაში როცა საუბრობთ, ვერ ვისმენ. ბოდიში! დანარჩენ კითხვებზე გიპასუხებთ ღონისძიების შემდეგ“, - განაცხადა თალაკვაძემ.

ცნობისთვის, ამ წუთებში სასტუმრო „რედისონ ბლუ ივერიაში“, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი კონფერენცია: „დაინახე, გაიგონე, გადადგი ნაბიჯი“ იმართება. კონფერენციის მონაწილეებს სიტყვით მიმართავენ: UNDP-ის ხელმძღვანელი საქართველოში ლუიზა ვინტონი, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე, თბილისის მერი კახა კალაძე, საქართველოს სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია, ევროკავშირის ელჩი საქართველოში კარლ ჰარცელი, შვედეთის ელჩი საქართველოსა და სომხეთში ულრიკ თიდესტრომი, ბრიტანეთის ელჩი საქართველოში ჯასტინ მაკენზი სმიტი.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს