ჩრდილოეთ კორეა - ვადა იწურება, ვაშინგტონს შეუძლია შეარჩიოს საშობაო საჩუქარი, რომელიც სურს ჩვენგან მიიღოს

ჩრდილოეთ კორეის ინფორმაციით, მის მიერ შეერთებული შტატებისთვის მიცემული ვადა, რომ შეცვალოს „მტრული პოლიტიკა“, იწურება და ახლა ვაშინგტონმა უნდა გადაწყვიტოს რა „საშობაო საჩუქარი“ უნდა. ინფორმაციას ამის შესახებ ადგილობრივი მედია ავრცელებს.

ჩრდილოეთ კორეის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ამერიკასთან ურთიერთობის საკითხებში, რი თაე სონგი აცხადებს, რომ ვაშინგტონის მიერ დიალოგისკენ მოწოდება „სხვა არაფერია თუ არა სულელური ოინი, რომ გამოიყენოს ეს სიტუაცია ამერიკის არჩევნებისთვის“.

„ერთადერთი რაც დარჩა არის ის, რომ ამერიკამ შეარჩიოს საშობაო საჩუქარი, რომელიც სურს, ჩვენგან მიიღოს“,- განაცხადა სონგმა.

ჩრდილოეთ კორეამ, რამდენიმე დღის წინ, როდესაც სამყაროს ნაწილი მადლიერების დღეს აღნიშნავდა, ზღვის მიმართულებით რამოდენიმე რაკეტა გაუშვა. ზოგიერთი მედია საშუალება აღნიშნულს „მადლიერების დღის საჩუქრად“ მოიხსენიებდა.

იხილეთ ვიდეო: ჩრდილოეთ კორეა - ვადა იწურება, ვაშინგტონს შეუძლია შეარჩიოს საშობაო საჩუქარი, რომელიც სურს ჩვენგან მიიღოს

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს