არჩილ თალაკვაძე - არ ვფიქრობ, რომ აქციის ამ ფორმით, პიკეტოლოგიით და პიკეტოლოგების ხელმძღვანელობით, რაიმე კონკრეტულ პოლიტიკურ შედეგს მიიღებს ქვეყანა

„არ ვფიქრობ, რომ აქციის ამ ფორმით, პიკეტოლოგიით და პიკეტოლოგების ხელმძღვანელობით, რაიმე კონკრეტულ პოლიტიკურ შედეგს მიიღებს ჩვენი ქვეყანა“, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძემ ოპოზიციის მიერ რეგიონებში დაგეგმილი აქციების შესახებ დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

მისი თქმით, ქვეყანა რაიმე შედეგს მხოლოდ მაშინ მიიღებს, თუ მხარეებს შორის საუბარი გაგრძელდება.

„ჩვენი პასუხი ამასთან დაკავშირებით არის, რომ ოპოზიციის ამ ნაწილს ჩვენ ვაძლევთ ნებისმიერ დროს, რომელიც მათ სჭირდებათ, რომ გააგრძელონ თავისი აქციები. მე არ ვფიქრობ, რომ აქციის ამ ფორმით, პიკეტოლოგიით და პიკეტოლოგების ხელმძღვანელობით, რაიმე კონკრეტულ პოლიტიკურ შედეგს მიიღებს ჩვენი ქვეყანა. მე ვფიქრობ, რომ შედეგს მივიღებთ მაშინ, თუ გავაგრძელებთ საუბარს, რომელიც უკვე დაწყებულია“, - განაცხადა თალაკვაძემ.

იხილეთ ვიდეო: არ ვფიქრობ, პიკეტოლოგიით და პიკეტოლოგების ხელმძღვანელობით, რაიმე კონკრეტულ პოლიტიკურ შედეგს მიიღებს ქვეყანა

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს