ნატო-ს წევრი ქვეყნების ლიდერები ლონდონში იკრიბებიან

ლონდონში ნატო-ს წევრი ქვეყნების ლიდერები იკრიბებიან. ბრიტანეთის დედაქალაქი დღეს ალიანსის 70-ე წლისთავს აღნიშნავს. ლიდერებს შორის არიან შეერთებული შტატების პრეზიდენტი დონალდ ტრამპი, გაერთიანებული სამეფოს პრემიერი ბორის ჯონსონი, გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი, კანადის პრემიერი ჯასტინ ტრიუდო და თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი.

მსოფლიო ლიდერებს სპეციალურ სადილზე, დედოფალი ელიზაბეთ მეორე ბუკინგემის სასახლეში უმასპინლებს.

„ოთხშაბათს ლიდერები შეხვდებიან, რათა უსაფრთხოების საკითხები გადაჭრან და გადაწყვეტილებები მიიღონ იმის უზრუნველსაყოფად, რომ ნატო მომავალზე მორგებული ალიანსია. მოსალოდნელია, რომ მონაწილეები შეთანხმდნენ რიგი ღონისძიებების შესახებ, მათ შორის მოკავშირეთა ძალების მზადყოფნის გაუმჯობესებაზე, ტერორიზმის წინააღმდეგ ნატოს მოქმედების გეგმის განახლებაზე. ლიდერები ასევე დისკუსიას გამართავენ რუსეთის საკითხზე, იარაღის კონტროლსა და ჩინეთზე“, - ნათქვამია ალიანსის ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა