ეკატერინე მიქაბაძე - ეკონომიკური რეფორმები, მასტიმულირებელი ფისკალური პოლიტიკა და კერძო სექტორის ხელშემწყობი ღონისძიებები  საშუალებას გვაძლევს, გვქონდეს მაღალი ეკონომიკური ზრდა

„2019 წლის ოქტომბერში რეგისტრირებულ საწარმოთა ბრუნვა, რომელზე დაყრდნობითაც ხდება წინასწარი ეკონომიკური აქტივობის შეფასება, გაიზარდა 14%-თ, ხოლო ახალრეგისტრირებულ საწარმოთა რაოდენობა 4232-ს შეადგენს. შედეგად, 2019 წლის ოქტომბერში, „საქსტატის შეფასებით, რეალური ეკონომიკური ზრდა 5.7 პროცენტია, ხოლო ათი თვის განმავლობაში საშუალო ზრდა 5.1 %-ს შეადგენს“, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის პირველმა მოადგილემ, ეკატერინე მიქაბაძემ „საქსტატის“ მიერ გამოქვეყნებული მაჩვენებლების შეფასებისას განაცხადა.

მისი თქმით, აღსანიშნავია, რომ ზრდა იყო საკმაოდ დივერსიფიცირებული.

„მნიშვნელოვანი რეალური ზრდა გვაქვს როგორც დამამუშავებელ მრეწველობაში, ისე მშენებლობაში და ასევე ეკონომიკის მომსახურების სფეროებში. უმჯობესდება საგარეო სექტორის მაჩვენებლები როგორც საქონლის, ისე მომსახურების მიმართულებით - საქონლით ექსპორტის ვაჭრობაში გვაქვს 4.5 5 %-იანი ზრდა, ხოლო ზაფხულში დაფიქსირებული შემცირების შემდეგ ტურიზმის ექსპორტი დაახლოებით 5 პროცენტით გაიზარდა“, - განაცხადა მინისტრის პირველმა მოადგილემ.

ეკატერინე მიქაბაძის ინფორმაციით, ასევე გაუმჯობესებულია ზრდის ხელშემწყობი სხვა ფაქტორებიც, კერძოდ, გაიზარდა ფულადი გზავნილების მოცულობა, რომელიც, ამ ეტაპზე, საქართველოში, ეკონომიკის შიდა მოთხოვნის ზრდის საკმაოდ მნიშვნელოვანი განმაპირობებელი ფაქტორია.

„ეკონომიკური რეფორმები, მასტიმულირებელი ფისკალური პოლიტიკა და კერძო სექტორის ხელშემწყობი ეფექტიანი ღონისძიებები გვაძლევს საშუალებას, გვქონდეს მოსალოდნელზე მაღალი და მდგრადი ეკონომიკური ზრდა, რაც გააუმჯობესებს კერძო სექტორის კონკურენტუნარიანობას და ხელს შეუწყობს ეკონომიკურ განვითარებას“, - აღნიშნა მიქაბაძემ.

აღნიშნულ ინფორმაციას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ავრცელებს.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა