ვახტანგ ხმალაძე - ხელისუფლებას მოუწევს აღიარება, რომ საარჩევნო სისტემაზე ჩვენს მიერ შემუშავებული კანონპროექტი სრულად შეესაბამება კონსტიტუციას

ხელისუფლებას მოუწევს იმის აღიარება, რომ საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით ჩვენს მიერ შემუშავებული კანონპროექტი სრულად შეესაბამება კონსტიტუციას, - ამის შესახებ კონსტიტუციონალისტმა და კანონპროექტის ერთ-ერთმა ავტორმა ვახტანგ ხმალაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, ამის აღიარებისთვის ბევრი დრო არ იქნება საჭირო.

„მხოლოდ ერთი რამ მინდა ყველას შევახსენო. ძლიერნი ამა ქვეყნისათა საუკუნეების განმავლობაში არ აღიარებდნენ იმას, რომ დედამიწა მრგვალია. ბოლო-ბოლო მაინც მოუწიათ ამის გაკეთება, რატომ? იმიტომ, რომ მართლა მრგვალია. ჩვენს ხელისუფლებას ასევე მოუწევს იმის აღიარება, რომ ეს არ ეწინააღმდეგება ჩვენს კონსტიტუციას, ოღონდ ამისათვის საუკუნეები და წლები არ დაგვჭირდება იმიტომ, რომ ასე სჭირდება ჩვენს ქვეყანას“,- განაცხადა ვახტანგ ხმალაძე.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო