კახეთის გზატკეცილზე სამუშაოები 5 დეკემბრისთვის დასრულდება, მშრალ ხიდზე და ზაარბრუკენის ხიდზე მოძრაობა დღეს გაიხსნება

კახეთის გზატკეცილზე სამუშაოები 5 დეკემბრისთვის დასრულდება, მშრალ და ზაარბრუკენის ხიდებზე კი მოძრაობა დღეს გაიხსნება, - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც კალაძემ აღნიშნა, გლდანში, ხიზანიშვილისა და ვეკუას ქუჩებზე გზის მოწყობის სამუშაოები ქვედა ფენებში 15 დეკემბრისთვის დასრულდება.

„კახეთის გზატკეცილზე სამუშაობი 5 დეკემბრისთვის დასრულდება და მოძრაობა გაიხსნება. დარჩება მხოლოდ განათების ბოძების მონტაჟი და შუა გამტყოფი ზოლის მოწესრიგება. პარალელურად, დაწყებულია რგვები და გამწვანების მოწესრიგება. გაზაფხულზე დავიწყებთ დახაზვით სამუშაობეს.

რაც შეეხება მშრალ და ზაარბრუკენის ხიდებს, თუ არ ვცდები დღეიდან გაიხსნება მოძრაობა და შესაძლებელი იქნება გადაადგილება. „დედა ენის“ და 8 მარტის ბაღებში სამუშაოები გაზაფხულზე დასრულდება. ასევე, ხიზანიშვილისა და ვეკუას ქუჩებზე გაცხადებული მქონდა, რომ 15 დეკემბრამდე დასრულდებოდა ქვედა ფენებში სამუშაოები. რაც შეეხება კიკვიძის პარკს, ძირითადი სამუშაოები დასრულებულია, თუმცა, შეიძლება გავაჩეროთ და ბალახის დათესვა გაზაფხულზე გავაგრძელოთ იმისთვის, რომ პრობლემა არ შეექმნას“, - განაცხადა კალაძემ.

თენგიზ ფხალაძე  -  თუკი დღეს ვინმე ხეირობს საქართველოში შექმნილი ვითარებით, ეს რუსეთია
ქართული პრესის მიმოხილვა 09.12.2019
რამაზ საყვარელიძე - არც ხელისუფლება ჰგავს პოლიტიკის დიდოსტატს და არც ოპოზიცია, ამიტომ არც ისე იწვიმებს, როგორც ისმის რევოლუციის ჭექა-ქუხილი