ვახტანგ გომელაური დიმიტრი ხუნდაძის ბიუროსთან მომხდარ დაპირისპირებაზე - საქმე აღძრულია, თუ დასაკავებელი იქნება, ადამიანებს დააკავებენ

გეუბნებით, საქმე აღძრულია, თუ დასაკავებელი იქნება, ადამიანებს დააკავებენ, - ამის შესახებ შს მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა მედიას განუცხადა, რითაც მცხეთაში გუშინ განვითარებულ მოვლენებს და დაპირისპირებას გამოეხმაურა.

შს მინისტრის თქმით, პოლიციას ადეკვატური რეაგირება ჰქონდა.

„მე ვიტყოდი, ადეკვატური რეაგირება ჰქონდა პოლიციას, საქმე აღიძრა. რა თქმა უნდა, პოლიციასთან იყო შეხლა-შემოხლა. სამწუხაროდ, მოვუწოდეთ ჩაბრძანებულიყვნენ, ქვემოთ გაწეულიყვნენ ეს ადამიანები, თუმცა ამ ადამიანებმა უარი განაცხადეს, დაპირისპირება ორ ჯგუფს შორის მოხდა “, - განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.

შეგახსენებთ, გუშინ მცხეთაში, მუნიციპალიტეტის მაჟორიტარი დეპუტატის, დიმიტრი ხუნდაძის ბიუროსთან ერთმანეთს ფიზიკურად მოძრაობა „გაბედეს“ წევრები და „ქართული ოცნების“ აქტივისტები დაუპირისპირდნენ.

ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა