პარიზში საფრანგეთი-საქართველოს ბიზნესსაბჭოს სესია გაიმართა

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, ხატია წილოსანმა პარიზში, საფრანგეთ-საქართველოს ბიზნესსაბჭოს MEDEF Internationali-ის სესიაში მიიღო მონაწილეობა, რომელიც დიმიტრი ამილახვარის დიალოგის პირველი შეხვედრის ფარგლებში ჩატარდა.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, ბიზნესსაბჭოს ფარგლებში გამართულ შეხვედრებს საქართველოს მხრიდან ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გენადი არველაძე ხელმძღვანელობდა.

როგორც ხატია წილოსანმა შეხვედრაზე განაცხადა, საფრანგეთსა და საქართველოს შორის ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავება მნიშვნელოვანია, ვინაიდან ქართულ ბიზნესს საშუალება ეძლევა განახორციელოს პროდუქციისა და სერვისების ექსპორტი და, ამასთანავე, საქართველოში ფრანგული ინვესტიციები მოიზიდოს.

ხატია წილოსანმა დეტალურად ისაუბრა საქართველოში მელიორაციის პროექტების განხორციელების მნიშვნელობაზე, მესაქონლეობის დარგის განვითარების პოტენციალზე და ნიშური პროდუქტების, როგორიცაა ციტრუსი, ჩაი, თაფლი, თხილი და კენკროვანი კულტურები, საფრანგეთის ბაზარზე ექსპორტის შესაძლებლობებზე.

საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ჟან ივ ლედრიენმა დიმიტრი ამილახვარის დიალოგის მაღალი დონის შეხვედრაზე განაცხადა, რომ ქართული ღვინო არის ის მნიშვნელოვანი პროდუქტი, რომელიც საფუძველს უყრის ორ ქვეყანას შორის ბიზნესის განვითარებას.

შეხვედრის ფარგლებში, გამოიკვეთა სოფლის მეურნეობის, ფარმაციის და ტურიზმის მიმართულებით ფრანგული კომპანიების დაინტერესება.

ქართულმა მხარემ დაინტერესებულ ფრანგულ კომპანიებს დეტალური ინფორმაცია მიაწოდა წყალტუბოს საკურორტო ზონის პოტენციალისა და დაგეგმილი ინფრასტრუქტურული პროექტების შესახებ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო