LE PONT CAUCASIEN-ის ხელმძღვანელი ილია კახოიძე მონაკოს სომელიეთა ასოციაციის საპატიო წევრად აირჩიეს

ქართული ღვინის პოპულარიზაციის საქმეში შეტანილი წვლილისთვის, საფრანგეთში მოღვაწე კომპანია LE PONT CAUCASIEN-ის ხელმძღვანელი, ქართული ღვინის პრომოუტერი, ენოლოგი ილია კახოიძე მონაკოს სომელიეთა ასოციაციის საპატიო წევრად აირჩიეს. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ ღვინის ეროვნული სააგენტოდან აცნობეს.

მონაკოს სომელიეთა ასოციაციის რიგით 28-ე გალა-ღონისძიება მონტე-კარლოში გაიმართა. ილია კახოიძეს საპატიო წოდება ასოციაციის პრეზიდენტმა დომენიკ მილარდიმ გადასცა.

„ვფიქრობ ძალიან საამაყოა, რომ მონაკოს სომელიეთა ასოციაციის გალა-საღამოზე, სადაც ამ სფეროში მოღვაწე ყველა გავლენიანი ფიგურაა მოწვეული, ირჩევენ მხოლოდ ერთ ახალ წევრს, რომელიც ქართული ღვინის პოპულარიზაციით არის დაკავებული. გალა-საღამოს სტუმრები აცხადებდნენ, რომ “ჩვენ ყველანი ქართველებად ვგრძნობთ თავსო“, ვფიქრობ მნიშვნელოვანი და სასიხარულოა. ეს ყველაფერი არის იმ სწორი, მიზანმიმართული და დაუღალავი შრომის შედეგი“, - განაცხადა ილია კახოიძემ.

საფრანგეთში ქართული ღვინის პოპულარიზაციის მიზნით, ღვინის ეროვნული სააგენტო კომპანია LE PONT CAUCASIEN-თან 2015 წლიდან თანამშრომლობს. კომპანიის ორგანიზებით, ქართული ღვინის წარდგენა საფრანგეთში სხვადასხვა ღონისძიებაზე ხდება. LE PONT CAUCASIEN -ისა და მონაკოს სომელიეთა ასოციაციის პრეზიდენტის დომინიკ მილარდის ინიციატივით, ქართული ღვინის დეგუსტაციები მონაკოშიც გაიმართა, რის შედეგადაც მონაკოს რესტორნების მენიუში ქართული ღვინოც გამოჩნდა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო