მაია ცქიტიშვილის განცხადებით, ანაკლიის პორტის პროექტში ჩართვის სურვილი ამ ეტაპზე არც ერთ ახალ ინვესტორს არ გამოუთქვამს

გამოვლენილი არაა რომელიმე ახალი ინვესტორი, რომელიც სურვილს გამოთქვამდა ინვესტირების შესახებ, ასევე არ გვაქვს ხელმოწერილი სასესხო ხელშეკრულება, - ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა მაია ცქიტიშვილმა ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პროექტის მიმდინარეობის საკითხზე კომენტირებისას განაცხადა.

როგორც მაია ცქიტიშვილი აცხადებს, "ანაკლიის განვითარების კონსორციუმს" ვალდებულებების შესრულების საბოლოო ვადა წლის ბოლოს ეწურება, მანამდე კი კიდევ რამდენიმე შუალედური ვადაა დარჩენილი.

"16 დეკემბერს კონსორციუმის მხრიდან სამინისტროში ხელმოწერილი სასესხო ხელშეკრულების წარდგენის ვადაა. წლის ბოლოს იწურება ფინანსური დახურვის ვადა, რაც ნიშნავს, რომ როგორც სასესხო, ისე საინვესტიციო ხელშეკრულებები უნდა იყოს გაფორმებული. ჯერჯერობით ჩვენ კონსორციუმისგან არ გვაქვს არც რაიმე დამატებითი ინფორმაცია ანუ ჯერ გამოვლენილი არაა რომელიმე ახალი ინვესტორი, რომელიც სურვილს გამოთქვამდა ინვესტირების შესახებ, ასევე არ გვაქვს ხელმოწერილი სასესხო ხელშეკრულება. ბუნებრივია, ველოდებით ვადის გასვლას, ვადა ჯერჯერობით არის," - აცხადებს ცქიტიშვილი.

"ინტერპრესნიუსის" კითხვაზე, რამდენად რეალისტურია, რომ დარჩენილ ერთ თვეში კონსორციუმი ვალდებულებების შესრულებას შეძლებს, მინისტრი აცხადებს, რომ ეს რა თქმა უნდა, ძალიან რთულია.

"საკმაოდ რთული პროცესია და საკმაოდ ცოტა დროა დარჩენილი იმისთვის, რომ კონსორციუმმა ვალდებულებები შეასრულოს", - აღნიშნა მაია ცქიტიშვილმა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა