შს მინისტრი - სამწუხაროდ, ასეა ხოლმე, რომ მმართველი გუნდის მხარდამჭერები არიან ყოველთვის მტყუანი

„სულ ყოველთვის, სამწუხაროდ, ასეა ხოლმე, რომ მმართველი გუნდის მხარდამჭერები არიან მტყუანი“, - ასე უპასუხა შს მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა მედიას ქუთაისში, „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისთან „ქართული ოცნებისა“ და „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერებს შორის დაპირისპირების თაობაზე დასმულ კითხვას.

მინისტრის თქმით, დაპირისპირება ცუდია, თუმცა პოლიციამ ორივე მხარეს არაერთხელ მოუწოდა სიმშვიდისკენ.

„სულ ყოველთვის, სამწუხაროდ, ასეა ხოლმე, რომ მმართველი გუნდის მხარდამჭერები არიან მტყუანები. მოდი, ამ მხრივ თუნდაც ავიღოთ „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისი, მივიდნენ „ქართული ოცნების“ მომხრეები და პროტესტი გამოთქვეს, სტიკერებს აკრავენ, თუ „კრასკავენ“, თუ საღებავს ასხამენ, ეს მეორე თემაა. „ნაციონალურ მოძრაობასთან“ მოუვიდათ დაპირისპირება, ვინ უნდა გაწიოს პოლიციამ „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისიდან, „ქართული ოცნების“ მომხრეები თუ „ნაციონალური მოძრაობის“? ძალიან ცუდია და არ უნდა ხდებოდეს დაპირისპირება, ახალგაზრდები არიან, ქართველები არიან, ჩვენი მოქალაქეები არიან, თუმცა ამ შემთხვევაში პოლიციამ მოუწოდა, ისინი დაწვნენ ძირს, არ დგებოდნენ, სამწუხაროდ, ერთი შეუძლოდ გახდა, სასწრაფომ გადაიყვანა, ამ დროს პოლიციამ რა უნდა ქნას? ესენი არ დგებიან, ვისი ოფისიც არის ისინი დგანან და აგრესიას გამოხატავენ, მოუწოდებენ, რომ გადით, ორივე მხარეს იყო დაპირისპირება, პოლიციამ რა გააკეთოს? თუ მოკიდებს ხალხს და ძალით ჩასვამს მანქანაში, ამბობენ პოლიციამ დააკავა და რატომ აკეთებს ამას, როცა არ აკეთებს - რატომ არ აკეთებს. ძალიან რთულია, ძნელია ამ ადამიანებისთვისაც ხომ?“, - განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.

კითხვაზე, რატომ არ დაიწყო ქუთაისში მომხდარ დაპირისპირებასთან დაკავშირებით გამოძიება, მინისტრმა ასე უპასუხა: ქუთაისში არ მახსოვს, მაგრამ მცხეთაში დაწყებულია, ვიცი, თბილისზეც დაწყებულია“.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა