საერთაშორისო ფინანსურმა ჟურნალმა - The Banker „თიბისი“ საქართველოში 2019 წლის საუკეთესო ბანკად დაასახელა

საერთაშორისო ფინანსურმა ჟურნალმა - The Banker თიბისი საქართველოში 2019 წლის საუკეთესო ბანკად დაასახელა. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ „თიბისიდან“ აცნობეს.

მათივე ინფორმაციით, ჯილდო „თიბისიმ“ გამორჩეული ფინანსური მიღწევებისთვის, მომხმარებელთან ურთიერთობის საუკეთესო გამოცდილებისა და ინოვაციური ციფრული სერვისების/პროდუქტების შეთავაზებისთვის მიიღო.

„მოხარული ვართ, რომ „თიბისი ბანკმა“ კიდევ ერთხელ მიიღო The Banker-ის ჯილდო. ეს საერთაშორისო აღიარება კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს თიბისის მუდმივ სწრაფვას ტრადიციულ საბანკო მომსახურებასთან ერთად, მომხმარებელს ახალი, ინოვაციური ციფრული პლატფორმები შევთავაზოთ და მათ ბანკთან ურთიერთობის საუკეთესო გამოცდილება შევუქმნათ“, - განაცხადა „თიბისი ბანკის“ გენერალურმა დირექტორმა, ვახტანგ ბუცხრიკიძემ.

გავლენიანი ფინანსური გამოცემა The Banker, რომელიც 1926 წლიდან გამოდის, ყოველწლიურად ავლენს და აჯილდოებს მსოფლიოს საუკეთესო ფინანსურ ინსტიტუტებს მათი ფინანსური შედეგებისა და მიღწევების გათვალიწინებით.

„თიბისიმ“ The Banker-ისგან საუკეთესო ბანკის ჯილდო 2002 წლიდან დღემდე უკვე მეათედ მიიღო.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს