მაია ცქიტიშვილი - ის მოდელი, რომელიც წარმოდგენილია „გერმანული მოდელის“ სახით, არ შეესაბამება ჩვენს კონსტიტუციას

ვიცე-პრემიერი, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი მაია ცქიტიშვილი აცხადებს, რომ ე.წ. გერმანული მოდელი კონსტიტუციას არ შეესაბამება.

„იმაზე აქცენტის გაკეთება, რომ ეუთო-ში თუ რომელიმე საერთაშორისო ექსპერტი შეიძლება უკეთ კითხულობდეს ჩვენს კონსტიტუციას, აქ უკვე არ არის მთლად საფუძვლიანი არგუმენტები. უკვე არაერთხელ გაჟღერდა, როგორც პარლამენტის თავმჯდომარის, ისე ჩვენი პარლამენტარების პოზიცია, რომ სამწუხაროდ, ის მოდელი, რომელიც წარმოდგენილია „გერმანული მოდელის“ სახით, არ შეესაბამება ჩვენს კონსტიტუციას. ესაა მოცემულობა და ნებისმიერი სხვა მცდელობა, რომ ამ პროცესში „ოდირი“ ან სხვა ექსპერტი შემოიყვანონ, არის ოპოზიციის მხრიდან ამ პროცესის პოლიტიკურ პროცესად ქცევის მცდელობა“, - განუცხადა მაია ცქიტიშვილმა ჟურნალისტებს.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა