გზების დეპარტამენტი სამშენებლო ფაკულტეტის სტუდენტებს სტაჟირების პროგრამას სთავაზობს

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტი, ახალგაზრდა სპეციალისტების გადამზადებისა და მათთვის პროფესიული უნარ-ჩვევების განვითარების მიზნით, უმაღლესი სასწავლებლების სამშენებლო ფაკულტეტის სტუდენტებს სტაჟირების გავლას სთავაზობს. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ საავტომობილო გზების დეპარტამენტიდან აცნობეს.

მათი ინფორმაციით, პროგრამაში მონაწილეობა შეუძლიათ როგორც ბაკალავრებს, ასევე - მაგისტრებს.

სტაჟირების გასავლელად, საავტომობილო გზების დეპარტამენტმა კანდიდატთა შესარჩევად უკვე ითანამშრომლა საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტთან, სან-დიეგოს უნივერსიტეტთან და ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტთან.

ამ ეტაპზე, შერჩეულია 12 კანდიდატი, რომლებიც სტაჟირებას გაივლიან საპროექტო, მაგისტრალური პროექტების მართვის, დასავლეთ საქართველოს საბიუჯეტო პროექტების მართვის, საგზაო რეაბილიტაციისა და საგზაო უსაფრთხოების სამსახურებში.

„ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ სამშენებლო სფეროში როგორც საჯარო, ისე კერძო სექტორში, კვალიფიკაცია გაიზარდოს. ზაფხულიდან კონკრეტულ უმაღლეს სასწავლებლებთან დავიწყეთ გაცნობითი ხასიათის თანამშრომლობა, დღეიდან კი, იწყება ახალი ეტაპი - სტაჟირების პროგრამა, რომელიც საშუალებას მისცემს სტუდენტებს გზების დეპარტამენტის გამოცდილი თანამშრომლებისგან მიიღონ პასუხები მათთვის საინტერესო ყველა საკითხზე და თავადაც ჩაერთონ სამუშაო პროცესში. სტაჟირების დასრულების შემდეგ საუკეთესო სტუდენტებს შევთავაზებთ დასაქმებას დეპარტამენტში. მომავალში ვგეგმავთ, რომ ამ ინიციატივას სამინისტროს ყველა სტრუქტურა შეუერთდეს და მსგავსი პილოტური პროექტი ჩვენს დაქვემდებარებულ სხვა სამსახურებშიც განვახორციელოთ,“ - აღნიშნა მაია ცქიტიშვილმა.

პროგრამის ფარგლებში, პრაქტიკულთან ერთად, კანდიდატები გაივლიან სწავლების თეორიულ კურსსაც. კერძოდ, დეპარტამენტის დარგის სპეციალისტები მათ ცოდნას გაუზიარებენ ისეთ საკითხებზე, როგორებიცაა: თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად საავტომობილო გზების საქმიანობის სფერო და ფუნქციები, საგზაო უსაფრთხოება, საავტომობილო გზების მშენებლობის, მოდერნიზაციის და რეკონსტრუქციის პროექტების მართვა, ნაპირდაცვითი ღონისძიებები, სახელმწიფო ბიუჯეტით დაფინანსებული მიმდინარე სარეაბილიტაციო პროექტების მშენებლობის მართვა და მონიტორინგი.

საწყის ეტაპზე, სტაჟირება 3 თვე გაგრძელდება, ხოლო პროგრამის ხელმძღვანელების შეფასებისა და სტაჟორთა სურვილის გათვალისწინებით, დაიგეგმება შემდგომი ეტაპები.

საპროექტო-სამშენებლო მიმართულებების გარდა, დეპარტამენტი გეგმავს, სტაჟორები შეარჩიოს შესყიდვების, ფინანსების, გარემოს დაცვის, სოციალური საკითხების, იურიდიული და ადამიანური რესურსების მართვის მიმართულებებით.

თენგიზ ფხალაძე  -  თუკი დღეს ვინმე ხეირობს საქართველოში შექმნილი ვითარებით, ეს რუსეთია
ქართული პრესის მიმოხილვა 07.12.2019
რამაზ საყვარელიძე - არც ხელისუფლება ჰგავს პოლიტიკის დიდოსტატს და არც ოპოზიცია, ამიტომ არც ისე იწვიმებს, როგორც ისმის რევოლუციის ჭექა-ქუხილი
სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაცია (იკაო) 75 წლისაა
გერმანელ ეკონომისტთა ჯგუფმა (GET) საქართველოს ფინანსური სექტორის მონიტორინგის პირველი ნაწილი წარადგინა
ლიბერთის და რუსთაველის თეატრის ერთობლივი ახალი სოციალური პროექტი
ლიბერთი UN Women-ის ქალთა გაძლიერების პრინციპების გლობალურ ინიციატივას უერთდება
სუპერმარკეტების ქსელი „მაგნიტი“ წამახალისებელი გათამაშების გამარჯვებულებს 14 დეკემბერს გამოავლენს
მედიკამენტებით უზრუნველყოფის გაუმჯობესების მიზნით PSP-ში გერმანულ წამყვან მწარმოებელ კომპანია „ბერლინ-ხემის“ წარმომადგენლებთან შეხვედრა შედგა
რატომ არის კომპანია TOYOTA-ს მიერ წარმოებული ავტომობილები ასეთი პოპულარული და როგორ ზრუნავს კომპანია ხარისხის მუდმივ გაუმჯობესებაზე
„სილქნეტმა“ მობილურ ქსელში უპრეცედენტო სამუშაოები ჩაატარა - დღეისათვის კომპანია მომხმარებელს უსწრაფეს, 4.5G ინტერნეტს სთავაზობს
BDO-მ მცირე და საშუალო სავაჭრო კომპანიების წამომადგენლებს კონფერენციაზე უმასპინძლა