დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტმა კომუნიკაციების ეროვნული კომისიის წევრის ვაკანტურ თანამდებობაზე  კახა ბექაურის კანდიდატურას დაუჭირა მხარი

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის წევრის ვაკანტურ თანამდებობაზე დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა კახა ბექაურის კანდიდატურას დაუჭირა მხარი. მის კანდიდატურას დასამტკიცებლად პლენარულ სხდომაზე წარადგენენ.

დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომას 10 წევრი ესწრებოდა. კახა ბექაურს კომიტეტის 9 წევრმა დაუჭირა მხარი.

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის წევრის ერთ ვაკანტურ თანამდებობაზე ასარჩევად წარმოდგენილი იყო 3 კანდიდატი: ივანე მახარაძე, კახა ბექაური და მარიამ სულაბერიძე.

კახა ბექაური 2017 წელს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის თავმჯდომარედ აირჩიეს. მას ამ პოსტზე ვადა 2020 წლის 24 იანვარს ეწურება.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა