მცხეთის მერიასთან „ნაცმოძრაობის“ წევრები იმყოფებიან, „ევროპული საქართველოს“ წევრები კი მერიისკენ მსვლელობით მიემართებიან

„ევროპული საქართველოს“ ლიდერები და მათი მხარდამჭერები სვეტიცხოვლის მიმდებარე ტერიტორიიდან დაიძრნენ და მცხეთის მერიისკენ მსვლელობით მიემართებიან. ლიდერებმა თავის მხარდამჭერებს უკვე მოუწოდეს, რომ არ შევიდნენ კონფლიქტში კონტრაქციის მონაწილეებთან.

ამავდროულად, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერები და პარტიის წარმომადგენლები მცხეთის მერიასთან აქციას მართავენ. ადგილზე ასევე იმყოფებიან „ქართული ოცნების" წარმომადგენლები, რომლებიც კონტრაქციის გამართვას აპირებენ.

მერიასთან სამართალდამცავების საკმაოდ დიდი რაოდენობაა მობილიზებული.

ადგილზე ასევე იმყოფებიან მცხეთის მერი გიორგი კაპანაძე და მცხეთის საკრებულოს წარმომადგენლები.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა