მიხეილ კალანდიას საქმეზე დღეს 2 მოწმეს დაკითხავენ

ხორავას ქუჩაზე დავით სარალიძის განზრახ ჯგუფურად მკვლელობის ბრალდებით დაკავებული მიხეილ კალანდიას საქმეზე დღევანდელი სასამართლო სხდომა ბრალდების მხარის მტკიცებულებების გამოკვლევით გრძელდება. დღევანდელ სასამართლო პროცესზე, რომელიც თბილისის საქალაქო სასამართლოში ამ წუთებში მიმდინარეობს, ორ მოწმეს დაკითხავენ. ორივე მათგანი შემთხვევის ადგილზე მყოფი პირია.

როგორც სასამართლო პროცესის დაწყებამდე ჟურნალისტებს მიხეილ კალანდიას ადვოკატმა ზურაბ თოდუამ განუცხადა, საქმის განმხილველი მოსამართლე არ შეიცვალა და მიხეილ კალანდიას საქმეს კვლავ მოსამართლე ნიკოლოზ მარსაგიშვილი განიხილავს, რომელიც თბილისის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარე 2 დეკემბერს გახდა.

ცნობისთვის, მიხეილ კალანდია ხორავას ქუჩაზე დავით სარალიძის ჯგუფურად დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი მკვლელობის ბრალდებით სამართალდამცავებმა 2019 წლის 4 ივნისს დააკავეს. მას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა 6 ივნისს შეეფარდა.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს