ნოემბერში ხილი 30.3 %-ით, ბოსტნეული 16.2 %-ით, რძის პროდუქტები 15.4 %-ით, ხორცი 13.1 %-ით, პურპროდუქტები კი 11.9 %-ით გაძვირდა

„საქსტატის“ მონაცემებით, ერთი წლის განმავლობაში სურსათი და უალკოჰოლო სასმელები 13.4 პროცენტით გაძვირდა.

კერძოდ, 2019 წლის ნოემბრში წინა წლის ნოებერთან შედარებით, ხილი 30.3 პროცენტით, ბოსტნეული და ბაღჩეული 16.2 პროცენტით, რძე, ყველი და კვერცხი 15.4 პროცენტით, თევზეული 14.5 პროცენტით, ხორცი და ხორცის პროდუქტები 13.1 პროცენტით, პური და პურპროდუქტები 11.9 პროცენტით, შაქარი, ჯემი და სხვა ტკბილეული 11.5 პროცენტით, მინერალური და წყაროს წყალი, უალკოჰოლო სასმელები და ნატურალური წვენები 8.2 პროცენტით, ყავა, ჩაი და კაკაო 3.9 პროცენტით, ზეთი და ცხიმი კი 2.8 პროცენტით გაძვირდა.

ამასთან, ერთი წლის განმავლობაში ალკოჰოლურ სასმელებსა და თამბაქოზე ფასები გაიზარდა 15.4 პროცენტით. კერძოდ, ფასები მომატებულია როგორც თამბაქოს ნაწარმზე 29.9 პროცენტით, ისე ალკოჰოლურ სასმელებზე 3.4 პროცენტით.

ნოემბერში წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, დასვენებაზე, გართობასა და კულტურაზე ფასები გაზრდილია 7 პროცენტით. ამასთან, ტრანსპორტის ჯგუფში დაფიქსირდა ფასების 3.1 პროცენტიანი მატება, სასტუმროებზე, კაფეებსა და რესტორნებზე ფასები მომატებულია 7.4 პროცენტით, რაც 0.32 პროცენტული პუნქტით აისახა მთლიანი ინდექსის ზრდაში. ფასები გაიზარდა საზოგადოებრივ კვებაზე (8.4 პროცენტი) და ღამის გასათევით მომსახურებაზე (1.0 პროცენტი).

ცნობისთვის, „საქსტატის“ მონაცემებით, ნოემბერში წლიური ინფლაციის დონემ 7% შეადგინა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა