გია ვოლსკი - „ნაციონალურ მოძრაობას“ დახვეწილი გეგმა აქვს, როგორ მოხდეს დაპირისპირება - არ უნდა ავყვეთ

„ნაციონალურ მოძრაობას“ დახვეწილი გეგმა აქვს, როგორ მოხდეს საზოგადოებაში ასეთი სახის დაპირისპირებები, - ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ განაცხადა, რითაც გამოეხმაურა „ქართული ოცნების“ ოფისთან მოძრაობა „შეცვალეს“ აქტივისტებსა და „ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ორგანიზაციის წარმომადგენლებს შორის გუშინდელ დაპირისპირებას.

ვოლსკის განცხადებით, ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი აღარც მალავს, რომ საზოგადოებაში დაპირისპირების შეტანა სურს.

„საზოგადოებაში დაპირისპირების შემოტანა ჩვენი ოპონენტების, „ნაციონალური მოძრაობის“ იმდენად დიდი სურვილია, რომ მიხეილ სააკაშვილი აღარც მალავს ამას უკვე, პირდაპირ განცხადებებს აკეთებს: ჩავყვეთ საფლავამდე და ცხვირიდან სისხლი ვადინოთო. ეს ჩვეულებრივი ამბავია. მეორე მხარეს უკიჟინებენ, რომ არანაირი რეაგირება არ გააკეთოს იმ მოქმედებებზე, რასაც ერთი მხარე აკეთებს. ძალადობა ქვეყნისთვის და ნებისმიერი პარტიისთვის ცუდია, მაგრამ „ნაციონალურ მოძრაობას“ დახვეწილი გეგმა აქვს, როგორ მოხდეს საზოგადოებაში ასეთი სახის დაპირისპირებები. არ უნდა ავყვეთ“, - განაცხადა ვოლსკიმ.

ვიქტორ ყიფიანი - გარე პროცესების გავლენათა მართვა ყველა ჩვენგანის თანამონაწილეობას და საზიარო პასუხისმგებლობას მოითხოვს
ქართული პრესის მიმოხილვა 28.09.2020
კახა კუკავა - 7 პრიორიტეტი გვაქვს, რაც ჩვენ საარჩევნო პროგრამაშია