დონალდ ტრამპი - დღეს არავის სჭირდება ნატო იმაზე მეტად, ვიდრე საფრანგეთს

აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით, საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის განცხადებები ნატო-ს „ტვინის სიკვდილთან“ დაკავშირებით, შეურაცხყოფა და უპატივცემლობაა.

„დღეს საფრანგეთზე მეტად ნატო არავის სჭირდება“, - განაცხადა დონალდ ტრამპმა ალიანსის გენერალურ მდივან, იენს სტოლტენბერგთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე. მისივე თქმით, მსგავსი განცხადებების გაკეთება საფრანგეთისთვის „ძალიან საშიშია“.

ამერიკის პრეზიდენტმა ქვეყნებს შორის ეკონომიკურ ურთიერთობებზეც ისაუბრა და განაცხადა, რომ მას არ სურს საფრანგეთმა ამერიკულ კომპანიებს გადასახადი დაუწესოს, რადგან, „თუკი ვინმე უწესებს ამ კომპანიებს გადასახადს, ეს ამერიკაა და არა საფრანგეთი“.

შეგახსენებთ, დიდი ბრიტანეთის დედაქალაქში ნატოს სამიტი მიმდინარეობს, რომელშიც მონაწილეობას მსოფლიო ლიდერები იღებენ.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს