გიორგი ხანიშვილი - სტრატეგიული დოკუმენტის შემუშავებისთვის საჯარო განხილვას მნიშვნელოვანი როლი ენიჭება

საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარების 2021-2027 წლების სტრატეგიის და 2021- 2023 წლების სამოქმედო გეგმით გათვალისწინებული პროექტების დასკვნითი საჯარო განხილვისადმი მიძღვნილი შეხვედრა მისასალმებელი სიტყვით გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველმა მოადგილემ, გიორგი ხანიშვილმა გახსნა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროდან აცნობეს, გიორგი ხანიშვილმა სტრატეგიის, როგორც პოლიტიკური დოკუმენტის მნიშვნელობაზე ისაუბრა და მადლობა გადაუხადა ევროკავშირს, გაეროს განვითარების ფონდს და გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციას სტრატეგიის შემუშავებაში გაწეული ექსპერტული და ფინანსური დახმარებისთვის.

„სტრატეგია, რომელიც სოფლის მეურნეობის და სოფლის განვითარების სტრატეგიების კონსოლიდირებულ და განახლებულ ვერსიას წარმოადგენს, საქართველოს სოფლის მეურნეობის და სოფლის განვითარების ძირითადი ორიენტირის განმსაზღვრელი დოკუმენტია. უმნიშვნელოვანესია სტრატეგიის და სამოქმედო გეგმის დაინტერესებულ მხარეებთან განხილვა, რაც საჯაროობის პრინციპის დაცვით, სრულყოფილი დოკუმენტის შემუშავებას უწყობს ხელს. ჩვენი მიზანია, სოფლად მცხოვრებ მოსახლეობას ღირსეულად ცხოვრების შესაძლებლობა ეტაპობრივად შევუქმნათ“, - განაცხადა გიორგი ხანიშვილმა.

როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, სოფლის მეურნეობის და სოფლის განვითარების 2021-2027 წლების სტრატეგიის ძირითად სტრატეგიულ მიმართულებებს სასოფლო-სამეურნეო და არასასოფლო-სამეურნეო სექტორების კონკურენტუნარიანობის ამაღლება, სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესება, ბუნებრივი რესურსების რაციონალური გამოყენება და კლიმატის ცვლილებასთან ადაპტაცია ასევე, სურსათის, ვეტერინარიის და მცენარეთა დაცვის სისტემების გაუმჯობესება წარმოადგენს.

ღონისძიებაზე სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარების 2021-2027 წლების სტრატეგიის და 2021- 2023 წლების სამოქმედო გეგმის პროექტების პრეზენტაცია პოლიტიკისა და ანალიტიკის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ეკატერინე ზვიადაძემ წარმოადგინა.

ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა