მცხეთის მერიასთან ზაალ უდუმაშვილს ბოთლი და ცოცხი ესროლეს

მცხეთის მერიასთან მიმდინარე აქციაზე, „ქართული ოცნების“ მხარდამჭერებმა „ნაციონალური მოძრობის“ ერთ-ერთ ლიდერს ზაალ უდუმაშვილს „კოკა-კოლას“ ბოთლი და ცოცხი ესროლეს.

შემთხვევა მაშინ მოხდა, როცა ზაალ უდუმაშვილი, პირდაპირ ეთერში კომენტარს აკეთებდა.

„რაღაც მძიმე მოხვდა, მაგრამ ეს არაფერია. ეს არის ამ ხელისუფლების სახე, თუ როგორ ცდილობენ ძალაუფლებას ჩაებღაუჭონ. ამ ათიოდე დაგეშილი ადამიანის წყალობით ცდილობენ ამას“, - განაცხადა ზაალ უდუმაშვილმა.

სამართალდამცველების თქმით, პირი, რომელმაც ზაალ უდუმაშვილს აღნიშნული ნივთები ესროლა, დაკავებულია.

იხილეთ ვიდეო: მცხეთის მერიასთან მიმდინარე აქციაზე, ოპოზიციისა და "ქართული ოცნების" მხარდამჭერები ერთმანეთს რამდენჯერმე დაუპირისპირდნენ

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა