გიგა ბოკერია - ვისაც არ უნდა, რომ ივანიშვილს პოლიტიკურ სამარეში ჩაყვეს, რომელმაც ასლან აბაშიძის გზა აირჩია, დროზე ჩამოშორდეს

ჩვენი მთავარი გზავნილია, ყველას, ვისაც არ უნდა, რომ პოლიტიკურ სამარეში ჩაყვეს ივანიშვილს, რომელმაც ასლან აბაშიძის გზა აირჩია, დროზე ჩამოშორდეს მას,- ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა გიგა ბოკერიამ ჟურნალისტებს მცხეთის მერიასთან განუცხადა.

ბოკერიას თქმით, მცხეთის მერიასთან მომხდარი გუშინდელი ინციდენტი იყო მშვიდობიან ახალგაზრდებზე ძალადობა.

„ძალადობა იყო გუშინ, ეს არის ამათი სამარცხვინო საქციელი და პოლიციის ხელმძღვანელობის, ვინც ასეთი ხალხის გამო აკავებს ახალგაზრდებს მშვიდობიანი პროტესტის დროს. ამ ხალხს გუშინ მწვანე შუქი მისცეს, რომ ეძალადათ ახალგაზრდებზე, რომ ეცემათ ისინი. ეს ყველაფერი ორმაგი სტანდარტიც აღარ არის, ღიად ხდება ეს ყველაფერი და ამისთვის პასუხს აგებს ყველა, ვინც ამას ხელმძღვანელობდა“, - განაცხადა ბოკრიამ.

შეგახსენებთ, მცხეთის მერიასთან, სადაც გაერთიანებული ოპოზიციის ლიდერები და მათი მხარდამჭერები აქციას მართავენ, „ქართული ოცნების“ აქტივისტები მივიდნენ. ოპოზიციასა და კონტრაქციის მონაწილეებს შორის ამ წუთებში სამართალდამცველები დგანან.

ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს