მცხეთის გამგეობასთან მიმდინარე აქციაზე პოლიციამ ტერიტორიას „ქართული ოცნების“ ორი მხარდამჭერი გაარიდა

მცხეთის გამგეობასთან მიმდინარე აქციაზე პოლიციამ ტერიტორიას „ქართული ოცნების“ ორი მხარდამჭერი გაარიდა.

სამართალდამცავებმა ახალგაზრდები აქციის ტერიტორიიდან მას შემდეგ გაიყვანეს, რაც ისინი პოლიციის კორდონის გარღვევას და იმ მხარეზე გადასვლას ცდილობდნენ, სადაც ოპოზიციონერი ლიდერები და მათი მხარდამჭერები აქციას მართავენ.

ინფორმაციისთვის, ცოტა ხნის წინ, მმართველი გუნდის ერთ-ერთმა მხარდამჭერმა პოლიციის კორდონს მიღმა - ოპოზიციის მხარეს გადასვლა შეძლო, რის შემდეგაც მასსა და აქციის ერთ-ერთ მონაწილეს შორის ფიზიკური დაპირისპირება მოხდა.

მცხეთის გამგეობასთან მიმდინარე აქციაზე, ოპოზიციის და ხელისუფლების მხარდამჭერები პოლიციას ცოცხალი ჯაჭვით ჰყავს გაყოფილი.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა