ანრი ოხანაშვილი - რა უნდა შემოგვთავაზოს საერთაშორისო საზოგადოებამ, იმას ხომ ვერ გვეტყვიან, რომ კონსტიტუციასთან შეუსაბამო საარჩევნო მოდელი მიიღეთო?

რა უნდა შემოგვთავაზოს საერთაშორისო საზოგადოებამ? იმას ხომ ვერ გვეტყვიან, რომ კონსტიტუციასთან შეუსაბამო საარჩევნო მოდელი მიიღეთო? არ შეიძლება ელემენტარულ საკითხებზე ვერ იღებდე გადაწყვეტილებას ქვეყნის შიგნით, - ამის შესახებ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც გამოეხმაურა ოპოზიციის მიერ ე.წ. გერმანულ მოდელზე დაყრდნობით შემუშავებულ საარჩევნო სისტემის ახალ მოდელს, რომლის გადაგზავნასაც ეუთო/ოდირისთვის აპირებს.

ოხანაშვილის თქმით, საერთაშორისო პარტნიორებისთვის მიმართვა ოპოზიციას ძალიან უხერხულ მდგომარეობაში ჩააყენებს, რადგან ელემენტარულ სამართლებრივ საკითხებზე არ აქვთ წარმოდგენა.

„ჩვენ გვახსოვს, რომ ოპოზიცია საუბრობდა ე.წ. გერმანულ მოდელთან დაკავშირებით და რეალურად ეს იყო პროპორციული საარჩევნო სისტემა. შემდგომ, აღმოჩნდა, რომ რასაც გვთავაზობდნენ, იმ მოდელს დაარქვეს არა გერმანული, არამედ მოდიფიცირებული, განსხვავებული. შემდგომ როდესაც შეხვედრა შედგა და შავით თეთრზე ავუხსენით ოპოზიციას, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ მოდელი კონსტიტუციასთან წინააღმდეგობაშია, მერე დაიწყეს საუბარი, რომ ეს არის ქართულ რეალობაზე მორგებული მოდელი.

საერთაშორისო პარტნიორებს რა თქმა უნდა, პატივს ვცემთ, ბევრი რეკომენდაცია მიგვიღია, თუმცა ამ საკითხზე „ქართული ოცნების“ გუნდს არ აქვს იმის რესურსი, რომ მოვბილიზდეთ და გუნდმა მხარი დაუჭიროს ამ მოდელს, ამ პირობებში ამ მოდელზე მსჯელობა წარმოუდგენელია. ამიტომ, რა უნდა შემოგვთავაზოს საერთაშორისო საზოგადოებამ? იმას ხომ ვერ გვეტყვიან, რომ კონსტიტუციასთან შეუსაბამო საარჩევნო მოდელი მიიღეთო? არ შეიძლება ელემენტარულ საკითხებზე ვერ იღებდე გადაწყვეტილებას ქვეყნის შიგნით. ეს მიმართვა ძალიან უხერხულ მდგომარეობაში ჩააყენებს მათ, რომ ელემენტარულ კონსტიტუციურ სამართლებრივ საკითხებზე არ აქვთ წარმოდგენა, ვინც ამბობს, რომ ეს მოდელი კონსტიტუციასთან თავსებადია, თუმცა მიმართვას ჩვენ ვერავის შევუზღუდავთ,“ - განაცხადა ოხანაშვილმა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა