მცხეთის მერიასთან ოპოზიციის აქცია დასრულდა

ოპოზიციის აქცია, რომელიც სვეტიცხოვლის მიმდებარე ტერიტორიიდან მსვლელობით დაიწყო და მცხეთის მერიის შენობასთან გაგრძელდა, უკვე დასრულდა.

ოპოზიციონერმა ლიდერებმა და მათმა მხარდამჭერებმა მერიის შენობას წრე დაარტყეს და დაიშალნენ.

როგორც აქციის მონაწილეებმა განაცხადეს, როგორც მშვიდობიანად მოვიდნენ, ისევე მშვიდობიანად განაგრძობენ საპროტესტო აქციებს მთელი საქართველოს მასშტაბით.

მმართველი პარტიის მხარდამჭრებმა ოპოზიციონერი ლიდერები და აქციის მონაწილეები შეურაცხმყოფელი შეძახილებით გააცილეს.

ოპოზიციონერი ლიდერების ნაწილმა ტერიტორია უკვე დატოვა.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა