ლევან დავითაშვილი კატარის სახელმწიფოს ელჩს შეხვდა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი კატარის სახელმწიფოს ელჩს საქართველოში მუბარაქ ბინ ნასერ ალ-ხალიფას შეხვდა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროდან აცნობეს, შეხვედრაზე მხარეებმა ქვეყნებს შორის სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები განიხილეს.

ლევან დავითაშვილის განცხადებით, კატარი საქართველოსთვის მნიშვნელოვანი სავაჭრო პარტნიორია და ქვეყნებს შორის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავებას დიდი პოტენციალი აქვს. შეხვედრაზე მინისტრმა ქვეყანაში ეკოტურიზმის და აგროტურიზმის განვითარების შესაძლებლობებზე ისაუბრა.

როგორც მუბარაქ ბინ ნასერ ალ-ხალიფამ განაცხადა, უაღრესად მნიშვნელოვანია ქვეყნებს შორის არსებული მეგობრული და მჭიდრო თანამშრომლობა, რაც კიდევ მეტად უნდა განვითარდეს.

შეხვედრაზე, კატარის ელჩმა ლევან დავითაშვილს პირადად მიულოცა ზეთისხილის საერთაშორისო საბჭოს პრეზიდენტად საქართველოს არჩევა და მინისტრი კატარში დაგეგმილ გარემოსდაცვით და სასოფლო-სამეურნეო საერთაშორისო გამოფენაზე მიიწვია.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა