ანრი ოხანაშვილის განცხადებით, ოპოზიციის საწინააღმდეგოდ აქციებს ის ახალგაზრდები მართავენ, "რომელთა მშობლებსაც აუპატიურებდნენ, აწამებდნენ და ქონებას ართმევდნენ"

„ეს ახალგაზრდებიც ხომ არიან იმ მშობლების შვილები, რომლებსაც აწამებდნენ, აუპატიურებდნენ და ქონებას ართმევდნენ?! ამ ადამიანებს არ ექნებათ ემოცია და დამოკიდებულება?! ამ ემოციის გამოხატვას ვერავინ ვერავის აუკრძალავს,“ - ამის შესახებ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც გამოეხმაურა გუშინ „ქართული ოცნების“ ოფისთან მოძრაობა „შეცვალეს“ აქტივისტებსა და „ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ორგანიზაციის წარმომადგენლებს შორის დაპირისპირებას.

ოხანაშვილმა ახალგაზრდებს ემოციების ჩაცხრობისკენ და ცივილურად საუბრისკენ მოუწოდა.

„მე არასოდეს ვიქნები ახალგაზრდებს შორის რაიმე დაძაბული სიტუაციის შექმნის მომხრე. ლოგიკურია, რომ არიან ახალგაზრდები, ვისაც „ნაციონალური მოძრაობის“ მხრიდან ნეგატიური გამოცდილება აქვთ და თავიანთ ემოციებს გამოხატავენ. მინდა ყველა მხარეს, მათ შორის „ქართული ოცნების“ მხარდამჭერ ახალგაზრდებს მოვუწოდო, რომ ისინი განათლებული ახალგაზრდები არიან და აქვთ იმის რესურსი, რომ ცივილურად ისაუბრონ. დარწმუნებული ვარ, ეს ახალგაზრდები „ნაციონალური მოძრაობის“ „ზონდერ“ დაჯგუფებებს არ მისცემენ არანაირ საბაბს, რომ რაიმე დაძაბულობა შეიქმნას. ეს ახალგაზრდებიც ხომ არიან იმ მშობლების შვილები, რომლებსაც აწამებდნენ, აუპატიურებდნენ და ქონებას ართმევდნენ?! ამ ადამიანებს არ ექნებათ ემოცია და დამოკიდებულება?! რა თქმა უნდა, ექნებათ. ყველას ექნება ემოცია. ეს ახალგაზრდებიც არიან იმ ადამიანის შვილები, დები ან ძმები, რომლებსაც აწამებდნენ 2012 წლამდე არსებული ხელისუფლების პირობებში. წამება, გაუპატიურება, ბიზნესის რეკეტი... ამიტომ ლოგიკურია, რომ ამ ადამიანებს ექნებათ რეაქცია. ადამიანებს აქვთ ემოცია და განწყობა, როდესაც ხედავენ, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ მხრიდან მართული არიან გარკვეული ახალგაზრდები. ამ ემოციის გამოხატვას ვერავინ ვერავის აუკრძალავს. ყველას მოვუწოდებ, რომ ემოციის გარეშე, არსებობს ცივილური ფორმა, არსებობს ეთერი, დასხდნენ და იქ გაუწიონ ერთმანეთს პაექრობა,“ - განაცხადა ოხანაშვილმა.

ნატა საბანაძე -  ჩვენი კანონი იმიტომაა „რუსული“, რომ ის ებრძვის დასავლეთს და მის მხარდაჭერას, მისი სამიზნე დასავლეთია, „ქართული ოცნება“, რუსეთის მსგავსად აღიარებს, რომ დასავლეთი მისი მტერია
ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა