მთაწმინდის პანთეონთან მისასვლელი გზის ნაწილის რეაბილიტაცია დასრულდა

მთაწმინდის რაიონის გამგეობამ პანთეონს და მამა დავითის ეკლესიასთან მისასვლელი გზის ნაწილის რეაბილიტაცია დაასრულა. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ თბილისის მერიიდან აცნობეს.

მათი ინფორმაციით, პროექტი ჭონქაძის ქუჩის კვეთიდან მთაწმინდისა და ყიფიანის ქუჩებზე სავალი გზის რამდენიმე მონაკვეთის რეაბილიტაციას მოიცავდა, სადაც არსებული დაზიანებული რიყის ქვის საფარი ბაზალტის ქვაფენილით ჩანაცვლდა.

საგზაო ინფრასტრუქტურა ჯამში, 1 300 კვ.მ ფართობზე მოწესრიგდა. სამუშაოების ფარგლებში, 400 გრძივი მეტრი ბორდიური და 160 გრძივი მეტრი ახალი სანიაღვრე არხი მოეწყო. დასრულებულ სამუშაოებს რაიონის გამგებელი დავით კირკიტაძე მოადგილეებთან ერთად გაეცნო.

საგზაო სამუშაოებისთვის, რომელიც კომპანიამ „ლატი+“ განახორციელა, მთაწმინდის გამგეობის ბიუჯეტიდან 240 000 ლარი დაიხარჯა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო