დუალური პროფესიული პროგრამის "მევენახეობა-მეღვინეობა" პირველ კურსდამთავრებულებს  კვალიფიკაცია მიენიჭათ

კახეთის რეგიონში დუალური პროფესიული პროგრამის "მევენახეობა-მეღვინეობა" პირველ კურსდამთავრებულებს მევენახე-მეღვინეს კვალიფიკაცია მიენიჭათ.

დუალური პროფესიული განათლების მიდგომა გულისხმობს კერძო სექტორის (სხვადასხვა კომპანიის) მაქსიმალურ ჩართულობასა და პასუხისმგელობას პროგრამის შემუშავებისა და განხორციელების პროცესში, რაც უზრუნველყოფს ისეთი პროფესიონალების მომზადებას, რომელთა უნარები სრულად შეესაბამება კერძო კომპანიების საჭიროებებს.

დუალური პროფესიული პროგრამა "მევენახე-მეღვინე" 2016 წლის შემოდგომიდან გერმანიის ტექნიკური თანამშრომლობის საზოგადოების მიერ ხორციელდება ორ სახელმწიფო კოლეჯში: ილია წინამძღვრიშვილის კოლეჯსა და კოლეჯში „აისი“. პროგრამის განხორიელებაში ჩართულია 25-მდე ღვინის საწარმო, პროცესების კოორდინირებაში მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს ასოციაცია "ქართულ ღვინოს".

დუალური პროფესიული განათლების ძირითადი პრინციპი არის ის, რომ თეორიული და პრაქტიკული სწავლება ხდება ორ ადგილზე - კოლეჯსა და სასწავლო საწარმოში. ამრიგად, კერძო სექტორისთვის შესაბამისი კადრების მომზადების წინაპირობა სწორედ მათი სრული ჩართულობაა განათლების პროცესის ყველა ეტაპზე.

ცერემონია გაიმართა Schuchmann Wines Château-ში, კომპანიაში, რომელიც ჩართულია დუალური პროფესიული პროგრამის განხორციელებაში 2016 წლიდან. პროგრამების კურსდამთავრებულების დიდი ნაწილი დასაქმებულია მათ სასწავლო კომპანიებში.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო