ირანელმა მოსამართლეებმა აშშ-ს მთავრობას 130 მლრდ დოლარის გადახდა დააკისრეს

ირანელმა მოსამართლეებმა შეერთებული შტატების მთავრობას 130 მილიარდი დოლარის გადახდა დააკისრეს, „იმ ზიანისთვის, რომელიც ქვეყანას ვაშინგტონის დანაშაულებებმა მოუტანა“. ამის შესახებ ირანის სასამართლოს წარმომადგენელმა მედიასთან განაცხადა. გლოჰამ ჰოსეინ ისმაილის თქმით, ირანის მოქალაქეებმა და არა მთავრობამ, შეერთებული შტატების მთავრობის წინააღმდეგ 360 საჩივარი შეიტანეს.

„ირანის სასამართლო უწყებებმა ეს საჩივრები განიხილეს და მოსამართლეებმა შეერთებული შტატების მთავრობას 130 მილიარდი დოლარის გადახდა დააკისრეს იმ დანაშაულებებისთვის, რომელიც ვაშინგტონმა ირანელი ერის წინაშე ჩაიდინა“,-განაცხადა ისმაილმა.

მან ასევე მოუწოდა ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს, განაჩენის აღსრულება საერთაშორისო დონეზე მოხდეს.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა