დონალდ ტრამპი - კიმ ჩენ ინს „კაცი რაკეტა“ შევარქვი

როგორც ჩანს, კიმ ჩენ ინს რაკეტების გაშვება მოსწონს, არა? სწორედ ამიტომ მე მას „კაცი რაკეტა“ შევარქვი, - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ლონდონში ვიზიტისას განაცხადა.

აშშ-ის პრეზიდენტის თქმით, მას იმედი აქვს, რომ ჩრდილოეთ კორეის ლიდერი დენუკლეარიზაციას განახორციელებს, თუმცა ტრამპმა ისიც დასძინა, რომ ამას მომავალი აჩვენებს.

„იმედი მაქვს, კიმი დენუკლეარიზაციას განახორციელებს, თუმცა ვნახოთ,“ - განაცხადა ტრამპმა.

შეგახსენებთ, ჩრდილოეთ კორეის ხელისუფლება აცხადებს, რომ შეერთებული შტატებისთვის მიცემული ვადა, რომ შეცვალოს „მტრული პოლიტიკა“, იწურება და ახლა ვაშინგტონმა უნდა გადაწყვიტოს, რა „საშობაო საჩუქარი“ უნდა. ჩრდილოეთ კორეის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ამერიკასთან ურთიერთობის საკითხებში, რი თაე სონგი აცხადებს, რომ ვაშინგტონის მიერ დიალოგისკენ მოწოდება „სხვა არაფერია თუ არა სულელური ოინი, რომ გამოიყენოს ეს სიტუაცია ამერიკის არჩევნებისთვის“.

ინფორმაციას „როიტერსი“ ავრცელებს.

ლილია შევცოვა - თუ აშშ საქართველოდან არ გასულა, ამერიკელები საქართველოში დაუპირისპირდებიან რუსულ გავლენებს, რომლებიც რამდენადაც ვიცი, ქვეყანაში საკმაოდ მრავლადაა
ქართული პრესის მიმოხილვა 22.01.2021
არჩილ მორჩილაძე - ბიუჯეტის ხარჯზე მედიკამენტების ხარჯების ანაზღაურებას სახელმწიფოს მიერ დასაქმებული ადამიანები და მათი ოჯახის წევრები, 250 000-ზე მეტი ადამიანი იღებს, როცა უამრავი სოციალურად დაუცველი ამ დაფარვის მიღმაა დარჩენილი
რა გეგმები აქვს ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტს და რა პროგრამებს სთავაზობს სტუდენტებს? - ინტერვიუ უნივერსიტეტის კანცლერ მაგდა მაღრაძესთან
სილქფესტი მომხმარებლებს უქმეებზე ულიმიტო ინტერნეტ და უსასრულო სასაუბრო პაკეტების გააქტიურებას სთავაზობს
დეველოპერული კომპანია „ბლოქსი“ ქალაქ ზუგდიდში მულტიფუნქციური სავაჭრო ცენტრის მშენებლობას იწყებს
ევროკავშირის და FAO-ს მხარდაჭერით ქართველი ფერმერები შემოსავლებს და წარმოებას ზრდიან