2019 წლის 9 თვეში მთავრობამ მივლინებებზე 62.3 მილიონი ლარი დახარჯა, რაც 46 მილიონი ლარით აღემატება 2018 წლის მაჩვენებელს

სახელმწიფო აუდიტის სამსახურის "ბიუჯეტის მონიტორის" მონაცემებით, 2019 წლის 9 თვის განმავლობაში საქართველოს მთავრობამ მივლინებებზე 62.3 მილიონი ლარი დახარჯა, რაც 46 მილიონი ლარით აღემატება 2018 წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს.

უფრო კონკრეტულად, მივლინებებზე 2 მლნ ლარი დახარჯა პარლამენტმა და მასთან არსებულმა ორგანიზაციებმა. საქართველს პრეზიდენტის სამივლინებო ხარჯმა 1.6 მილიონი ლარი შეადგინა. მივლინებებზე 2.4 მილიონი ლარი დახარჯა მთავრობის ადმინისტრაციამ.

რაც შეეხება სამინისტროების სამივლინებო ხარჯებს, 9 თვეში 1.5 მილიონი ლარი დახარჯა ფინანსთა სამინისტრომ, 1.6 მილიონი ლარი ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ, 293 833 ლარი რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრომ, 666 377 ლარი იუსტიციის სამინისტრომ, 1.9 მილიონი ლარი დახარჯა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ, 2.2 მილიონი ლარი საგარეო საქმეთა სამინისტრომ, აუდიტის სამსახურისთვის შესაბამისი ინფორმაცია არ მიუწოდებია თავდაცვის სამინისტროს, 4.4 მილიონი ლარი დახარჯა შინაგან საქმეთა სამინისტრომ, 3.1 მილიონი ლარია გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სამივლინებო ხარჯი, 5.2 მილიონი ლარი დახარჯა განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრომ.

აღსანიშნავია, რომ მივლინების ხარჯი მოიცავს როგორც ქვეყნის შიგნით, ისე ქვეყნის გარეთ თანამშრომელთა მივლინებაზე გაწეულ ხარჯებს.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა