სალომე ზურაბიშვილი - არ შეიძლება,  ქვეყანაში გაუთავებლად  ვისაუბროთ ეკონომიკურ, სოციალურ განვითარებაზე და ყველა არ იყოს ჩართული ამ საქმეში

არ შეიძლება, ქვეყანაში გაუთავებლად ვისაუბროთ ეკონომიკურ, სოციალურ განვითარებაზე და ყველა არ იყოს ჩართული ამ საქმეში - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა.

მან დღეს შშმ პირთა დასაქმების ფორუმს უმასპინძლა.

სალომე ზურაბისვილი მომავალ წელს, 14 ივნისს, საქართველოს შშმ პირთა დაცვის დღეს, რეგიონში მასშტაბური ფორუმის მოწყობის ინიციატივითაც გამოდის.

"ძალიან ბედნიერი ვარ, რომ დღეს მეძლევა იმის საშუალება, რომ გიმასპინძლოთ. დღეს არის ძალიან მნიშვნელოვანი დღე არამხოლოდ საქართველოსი, მთელი მსოფლიო აღნიშნავს ამ დღეს. ქვეყანა მდიდარია თავისი ადამიანებით და შეზღუდული შესაძლებლობის კი არა, ვიტყოდი, განსხვავებული შესაძლებლობის პირებით, სწორედ ამ განსხვავებულობის გამოყენებაზეა საუბარი აქ. მთავარია, დავისახოთ მასშტაბური საქმე და პრიორიტეტი იყოს ინკლუზიურობა, რომ ყველა მონაწილეობდეს საქმეში, საზოგადოება იყოს ერთიანი და საზოგადოება არ იყოს დაყოფილი.

ეს ინკლუზიურობა, რომელიც დღესდღეობით მსოფლიო არენაზე არის აღიარებული, როგორც მთავარი მიმართულება, ჩვენთვისაც ამოცანაა. ბევრი განვითარებული ქვეყანა არსებობს, სადაც ჯერ კიდევ ეს საკითხი არის გადაუჭრელი. არსად არ არის ბოლომდე მიყვანილი ის პოლიტიკა, რასაც ჰქვია ინკლუზიურობა და მთლიანობაში შეყვანა საზოგადოებაში ყველა ადამიანის, როგორც სრულყოფილი წევრი ამ საზოგადოების, " - განაცხადა ზურაბიშვილმა.

მისივე თქმით, საქართვემოში ეს საკითხი კიდევ უფრო სერიოულად და მძიმედ დგას.

"ჩვენ ვიცით თუ რა სერიოზული საკითხია დღეს ამ ქყმვეყანაში უმუშევრობა და ისიც ვიცით რამდენად ბევრად მძიმეა თქვენთვის შშმ პირებისთვის ეს საკითხი. ამ კუთხით უნდა მივმართოთ ამ საკითხს და ბევრი ნაბიჯია გადასადგმელი ამ მიმართულებით. მინდა მადლობა გადავუხადო ყველა იმ კერძო კომპანიას ვინც დღეს მონაწილეობს ამ დასაქმების ფორუმში. ასევე ეს ეხება სახელმწიფო უწყებებს რომლებიც ასევე უნდა იყვნენ ჩართული ამ დასაქმების ფორუმში. იმედი მაქვს რომ მეტი და მეტი იქნება მომავალში," - განაცხადა პრეზიდენტმა.

ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს