მამუკა მდინარაძე - დღეს მივეცით კონკრეტული დავალება, რომ ჩვენმა ახალგაზრდებმა მაქსიმალურად მიიღონ ზომები, რათა ყველანაირ პროვოკაციას აარიდონ თავი

დღეს მოვუწოდეთ და მივეცით კონკრეტული დავალება, რომ ჩვენმა ახალგაზრდებმა მაქსიმალურად მიიღონ ზომები, რათა ყველანაირ პროვოკაციას აარიდონ თავი, განსაკუთრებით იქ, სადაც ფიზიკური დაპირისპირების საფრთხეა, - ასე უპასუხა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტების შეკითხვას, აიღებს თუ არა მმართველი გუნდი პასუხისმგებლობას, თუკი დაპირისპირებაში, სადაც „ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ორგანიზაციის წევრებიც მონაწილეობენ, რომელიმე პირი ფიზიკურ დაზიანებას მიიღებს.

მდინარაძის განცხადებით, იმ ხალხის ძირითად ნაწილს, ვინც პროპორციულ სისტემასთან დაკავშირებით აქციებს აწყობს, დესტაბილიზაცია სურს. მან ახალგაზრდებს მოუწოდა, ოპოზიციას ქაოსის და პროვოკაციების მოწყობის საშუალება არ მისცენ.

„დღეს მოვუწოდეთ და მივეცით კონკრეტული დავალება, რომ ჩვენმა ახალგაზრდებმა მაქსიმალურად მიიღონ ზომები, რათა ყველანაირ პროვოკაციას აარიდონ თავი, განსაკუთრებით იქ, სადაც ფიზიკური დაპირისპირების საფრთხეა. ეს დავალება შემთხვევით არ გაგვიცია. ჩვენ კარგად ვაცნობიერებთ ამ ადამიანების გულწრფელ ემოციებსაც. ბევრმა მათგანმა პირადად მე დამირეკა და მითხრა, რომ ისინი იმ ოჯახიდან იყვნენ, რომლის წევრები აწამეს და საშინელები დამართეს. ისეთ რაღაცებს მიყვებიან, რაც ტელეკამერების წინ საერთოდ არ ითქმება, მაგრამ ამის მიუხედავად, მე მათ ვეუბნები, რომ იმ ხალხის ძირითად ნაწილს, რომელიც პროპორციულ სისტემასთან დაკავშირებით საპროტესტო აქციებს აწყობს, ერთადერთი რამ სურთ - დესტაბილიზაცია, ქაოსი და ამღვრეულ წყალში თევზის დაჭერა. ნუ მივცემთ ამის საშუალებას,“ - განაცხადა მდინარაძემ.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა