თაკო ჩარკვიანი პროპორციულ არჩევნებთან დაკავშირებით შექმნილ ფორმატს ტოვებს და მიზეზად ნინო ბურჯანაძის რუსეთში ვიზიტს ასახელებს

„კანონი და სამართალის“ თავმჯდომარის თაკო ჩარკვიანი პროპორციულ არჩევნებთან დაკავშირებით შექმნილ ფორმატში მონაწილეობაზე უარს აცხადებს. ამასთან დაკავშირებით მან და პარტიის გენერალურმა მდივნმა ირაკლი ღლონტმა განცხადება სოციალურ ქსელში გაავრცელეს და გადაწყვეტილების მიზეზად ნინო ბურჯანაძის რუსეთში ვიზიტი დაასახელეს.

„ჩემთვის და ჩვენი გუნდისთვის პრორუსული ვექტორის ძალებთან, ნებისმიერ ფორმატში ურთიერთობა, გარკვეულწილად ურთულესი თვითდისციპლინისა და ამავე დროს მორალური დისკომფორტის საკითხს წარმოადგენდა. შერჩეულ ფორმატს დავთანხმდით მხოლოდ იმის გამო, რომ გვქონდა საერთო მიზანი, რასაც პროპროციული არჩევნების დანერგვა და რიგგარეშე არჩევნების მოპოვება ჰქვია. ამ საკითხში ვთანხმდებით, რომ ყველას, მათ შორის ჩვენთვის მიუღებელ პოლიტიკურ სუბიექტებს, უნდა ჰქონდეთ სამართლიან და დემოკრატიულ არჩევნებში მონაწილეობის უფლება. ნებისმიერი სხვა ფორმატი სადაც, რაიმე სახით პრორუსულ ძალებთან გაერთიანება იქნებოდა დასაშვები, ჩვენთვის მიუღებელი იყო და არის.

ვიაზრებთ რა, ოპოზიციის ბრძოლის აუცილებლობას და კეთილშობილ მიზანს „პროპროციულ არჩევნებს“, რომლის მიღწევაც ჩვენი ქვეყნისა და სახელმწიფოსთვის და მისი დემოკრატიული განვითარებისთვის უმნიშვნელოვანეს საკითხს წარმოადგენს. სწორედ ამიტომ, ვრჩებით აქტიური პროტესტის რიგითი მონაწილეები, ჩვენ ვართ და ვიქნებით ამ ქვეყნის რიგითი ჯარისკაცები, როგორც სახელმწიფო სუვერენიტეტის შენარჩუნების ასევე ივანიშვილის პოლიტიკურ რეჟიმთან ბრძოლის საქმეში, მაგრამ უარს ვაცხადებთ ოპოზიციის იმ ფორმატში მონაწილეობაზე, რომელშიც ნინო ბურჯანაძე და რუსული ვექტორის წარმომადგენელი პოლიტიკური სუბიექტები იქნებიან.

ამავე დროს, განვმეორდები და ხაზგასმით აღვნიშნავ, რომ ვრჩებით ქუჩის აქციის და ყველა სხვა პროტესტის მონაწილეები, რათა თანადგომა გამოვუცხადოთ ჩვენს მოსახლეობას და ამომრჩეველს, არ გამოვეყოთ ჩვენს საერთო და სამართლიან ბრძოლას, იქ სადაც ყველაზე საჭირო და აუცილებელია.

რუსულ ძალებთან ერთად, ერთ მაგიდასთან სხდომა ჩვენთვის მიუღებელია, მით უფრო იმის, ფონზე როდესაც ოპოზიციის ერთიანობის შემდეგ, ნინო ბურჯანაძის მიერ ოკუპანტ სახელმწიფოში განხორციელდა ვიზიტი, ჩვენი პოლიტიკური გუნდის აზრით, მეტად საეჭვო ვითარებაში. ეს არის ის წყალგამყოფი ხაზი, რომლის გადაკვეთასაც კანონი და სამართლის არც ერთი წევრი არასდროს არ დაეთანხმება. ვამაყობ იმ ლიდერებით, რომლებსაც ესმით ხალხის ხმა და სულისკვეთება!“ - ნათქვამია მათ მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა