ჯანდარის ტბაზე გაუჩინარებული ორი ახალგაზრდის ძებნის ფარგლებში, სპეცტექნიკის საშუალებით ტბის ფსკერის მონიტორინგი მიმდინარეობს

ჯანდარის ტბაზე გაუჩინარებული ორი ახალგაზრდის საძიებო სამუშაოები უწყვეტ რეჟიმში გრძელდება. ამის შესახებ ინფორმაციას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს. უწყების ინფორმაციით, ჯანდარის ტბაზე დაკარგული საქართველოს ორი მოქალაქის საძიებო სამუშაოების ფარგლებში, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ტბის ფსკერის წყალქვეშა მონიტორინგის სამუშაოებს სპეციალური ტექნიკის საშუალებით აწარმოებს.

აღნიშნული სამუშაოების სპეციფიკიდან გამომდინარე, მიმდინარეობს ფსკერის დეტალური შემოწმება და საეჭვო დეტალის აღმოჩენის შემთხვევაში, პროცესში მყვინთავები ერთვებიან. სამაშველო ოპერაციაში, ასევე, ჩართულია სამაშველო დრონი და შესაბამისი ტექნიკა. ადგილზე იმყოფებიან საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ხელმძღვანელი თემურ მღებრიშვილი, მისი მოადგილე ლევან ღირსიაშვილი და სახანძრო-სამაშველო ძალების დეპარტამენტის უფროსი. სამსახურის ხელმძღვანელი ადგილზე, პირადად ხელმძღვანელობს სამაშველო ოპერაციას.

დილიდან განაახლა სამუშაოები აზერბაიჯანის რესპუბლიკის სამაშველო სამსახურმა. აზერბაიჯანული მხარე დაკარგულებს საკუთარ ტერიტორიაზე ეძებს, სამაშველო ღონისძიებებში ჩართულია წყალზე მაშველთა ჯგუფი და შესაბამისი ტექნიკა. სანაპირო ზოლს ამოწმებენ მესაზღვრეები. მათივე ინფორმაციით, ორი ქვეყნის სამაშველო სამსახურები ყველა შესაძლო რესურსის გამოყენებით განაგრძობენ კოორდინირებულ მუშაობას საქართველოს დაკარგული მოქალაქეების საპოვნელად.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს გადაუდებელი დახმარების ოპერატიული მართვის ცენტრ "112"-ში, ჯანდარის ტბაზე ორი მოქალაქის დაკარგვის შესახებ ინფორმაცია 2 დეკემბერს, დღის პირველ ნახევარში შევიდა. შეტყობინების მიღებისთანავე, მეხანძრე-მაშველები შემთხვევის ადგილზე გაემგზავრნენ და სამაშველო ოპერაცია დაიწყეს.

იხილეთ ვიდეო:

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა