გრიგოლ ვაშაძე - მამუკა მდინარაძეს ჩემგან გადაეცით, რომ პუტინმა და მისმა მთელმა ადმინისტრაციამ მოიკითხა -  თბილისში, ჩემს სახლში ვარ

მამუკა მდინარაძეს ჩემგან გადაეცით, რომ პუტინმა და მისმა მთელმა ადმინისტრაციამ მოიკითხა, - ასე გამოეხმაურა „ინტერპრესნიუსთან“ საუბრისას „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერი გრიგოლ ვაშაძე ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მამუკა მდინარაძის განცხადებას. როგორც ვაშაძემ აღნიშნა, ის თბილისში, საკუთარ სახლში იმყოფება.

„ჩაჯექით მანქანაში და მობრძანდით ჩემთან. შეამოწმეთ, მე აქ ვარ თუ არა, მამუკა მდინარაძეს კი ჩემგან გადაეცით, რომ მოიკითხა რუსეთის ადმინისტრაციის ყველა წარმომადგენელმა“, - განაცხადა ვაშაძემ.

მან „დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერის ნინო ბურჯანაძის რუსეთში ვიზიტზეც გააკეთა კომენტარი.

"აქვე ვიტყვი, რომ იმისთვის, რომ რეპრესიული დიქტატურა შევცვალოთ, მთელი ოპოზიცია გაერთიანებული უნდა იყოს, შემდეგ როცა მივაღწევთ იმას, რომ სახელმწიფოში იყოს ნორმალური დემოკრატია, გავიყოფით და არჩევნებზე იქნება ნორმალური დისკუსია. დარწმუნებული ვარ, რომ პროდასავლური ძალები, როგორც ყოველთვის, მოიგებს უდიდესი უპირატესობით,“ - განაცხადა ვაშაძემ.

შეგახსენებთ, რომ მამუკა მდინარაძემ ნინო ბურჯანაძის რუსეთში ვიზიტზე კომენტარისას ჟურნალისტებს უთხრა:“გრიგოლ ვაშაძე მოიკითხეთ? მასთან ერთად ხომ არ არის?“

იხილეთ ვიდეო

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო