უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი - ნატოს ყოყმანმა რუსეთს ნება მისცა ჯერ საქართველოში, შემდეგ კი უკრაინაში შეჭრილიყო

ნატოს ქვეყნების ლიდერებმა შეცდომა დაუშვეს 2008 წლის ბუქარესტის სამიტზე, როდესაც ორგანიზაციაში უკრაინის გაწევრიანების ვადა არ განსაზღვრეს. ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა ვადიმ პრისტაიკომ ლონდონში ნატოს კონფერენციაზე გამოსვლისას განაცხადა.

„ის, რაც 10 წლის წინ ბუქარესტში მოხდა, ჩემი აზრით, დიდი შეცდომა იყო. ჩვენ ჯერ შეგვპირდნენ წევრობას, შემდეგ იყო იდეა წევრობის სამოქმედო გეგმასთან დაკავშირებით. ათ წელზე მეტი გავიდა და ჩვენ არ მივუწვევივართ არც საგზაო რუკაში, არც წევრობაში. მიმაჩნია, რომ ნატოს ყოყმანმა რუსეთს ნება მისცა ჯერ საქართველოში შეჭრილიყო, ექვსი წლის შემდეგ კი უკრაინაში მოსულიყო“ - განაცხადა პრისტაიკომ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო