დავით ზალკალიანი ოკუპირებილ ტერიტორიებზე შექმნილ მდგომარეობაზე - სახეზე გვაქვს ჰუმანიტარული კატასტროფა

შავ ზღვაზე სტაბილურობის გარეშე ვერ იქნება უზრუნველყოფილი ევრო-ატლანტიკური სივრცის სტაბილურობა, - ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა ლონდონში ლიდერთა შეხვედრის ფარგლებში გამართულ ღონისძიებაზე - NATO Engages: Innovating the Alliance ბალტიისა და შავი ზღვის უსაფრთხოების საკითხებზე მიძღვნილ სესიაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მისი თქმით შავი ზღვა მნიშვნელოვანია ნატოსთვის და საქართველო ამ კუთხით აქტიურად არის ჩართული მთელი რიგი პრაქტიკული მიმართულებებით.

შავი ზღვის რეგიონში არსებულ გამოწვევებზე საუბრისას საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ხაზი გაუსვა რუსეთის დესტრუქციულ პოლიტიკას საქართველოს მიმართ, რომელსაც დღემდე ოკუპირებული აქვს საქართველოს ტერიტორიის 20 პროცენტი.

“ადამიანის უფლებებისა და უსაფრთხოების თვალსაზრისით ადგილზე რთული ვითარებაა, ადამიანები იდევნებიან და მათ უკანონოდ აკავებენ, ახლაც გატაცებულია ცნობილი ქართველი ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილი, რომელიც უკანონო პატიმრობაში იმყოფება. ჩვენ ამ ფაქტის შესახებ მოვახდინეთ საერთაშორისო თანამეგობრობის სრული კონსოლიდაცია. ჩვენ სახეზე გვაქვს ჰუმანიტარული კატასტროფა. ამ საკითხებზე, ჩვენ ახლაც აქტიურად ვახდენთ საერთაშორისო თანამეგობრობის კონსოლიდაციას. ” - განაცხადა ზალკალიანმა.

საქართველოს ნატოში ინტეგრაციის საკითხზე საუბრისას მინისტრმა კიდევ ერთხელ აღნიშნა რომ ნატოში საქართველოს ინტეგრაცია ემსახურება ქვეყნის უსაფრთხოების უზრუნველყოფასა და მის დემოკრატიულ განვითარებას და არ არის მიმართული რომელიმე მესამე მხარის წინააღმდეგ. მისი განცხადებით, საქართველო არის წარმატებული ასპირანტი ქვეყანა, რომელსაც გააჩნია ყველა პრაქტიკული ინსტრუმენტი გაწევრიანებისათვის და აქტიურად ემზადება იმ მომენტისთვის, როდესაც დადგება გაწევრიანების შესახებ პოლიტიკური გადაწყვეტილების დრო.

“ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილებაში ნათლად წერია, რომ საქართველო გახდება ალიანსის წევრი. მას მერე ბევრი სამიტი გაიმართა და ყველა დოკუმენტსა და დეკლარაციაში მეორდება ნატოში საქართველოს გაწევრიანების მხარდაჭერა. ჩვენ ვაცნობიერებთ დღეს არსებულ ვითარებას. თუმცა ეფექტურად ვახორცილებთ ყველა პრაქტიკულ ინსტრუმენტს რასაც მივყავართ წევრობამდე. საქართველო უკვე მოქმედებს როგორც ალიანსის წევრი. ჩვენ ვაცნობიერებთ დღეს არსებულ ვითარებას, იმას რომ ჯერ არ არის პოლიტიკური გადაწყვეტილება.

ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ, რომ ქვეყანა მზად იყოს იმ მომენტისთვის, როცა წევრობის დრო დადგება. საქართველოს კონტრიბუცია რა თქმა უნდა საჭიროებს შემხვედრ ნაბიჯებს ნატოსგან”, -განაცხადა ზალკალიანმა და დასძინა, რომ საქართველო აქტიურად მუშაობს ყველა პარტნიორთან, ასევე დგამს აქტიურ ნაბიჯებს ქვეყნის საბოლოო მიზნისთვის მოსამზადებლად - რაც არის ნატოს წევრობა.

სესიაზე სიტყვით გამოსვლას მინისტრმა ასევე უპასუხა მოდერატორის შეკითხვას თურქეთთან მიმართებაში, რომელიც შავი ზღვის რეგიონის მნიშვნელოვანი ქვეყანაა. დავით ზალკალიანმა ხაზი გაუსვა თურქეთთან საქართველოს სტრატეგიულ პარტნიორობას და აღნიშნა თურქეთის განსაკუთრებული წვლილი ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის და შავი ზღვის უსაფრთხოების უზრუნველყოფაში. მან მადლობა გადაუხადა თურქეთს საქართველოს ნატო-ში ინტეგრაციისა და სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერისთვის. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მოუწოდა ნატო-ს წევრ სახელმწიფოებს ერთიანობისკენ

“ შესაძლებელია არსებობდეს წევრ ქვეყნებს შორის განსხვავებული პოზიციები თუნდაც არსებული გამოწვევების დაძლევის გზებზე, მაგრამ მთავარი არის თქვენი ერთობა და ჩვენ როგორც ჯერ არა წევრი სახელმწიფოები, მოვუწოდებთ რომ იყოთ ერთიანი ძალა. ნატოს წევრი სახელმწიფოების სოლიდარობა, არის ძალიან მნიშვნელოვანი. ” - განაცხადა მინისტრმა.

ატლანტიკური საბჭოს, მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის, გლობსეკ-ისა და რუსი-ს (Royal United Services Institute - RUSI) თანაორგანიზებით გამართულ ღონისძიებაზე მინისტრი სიტყვით გამოვიდა ბალტიისა და შავი ზღვის უსაფრთხოების საკითხებისადმი მიძღვნილ სესიაზე, რომელშიც ასევე მონაწილებს უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი, რუმინეთის, ლიეტუვას და ესტონეთის თავდაცვის მინისტრები.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო