ჯანდაცვის სამინისტრო - ბოლო ხუთი წლის განმავლობაში სოციალური რეაბილიტაციისა და შშმ პირთა სერვისების დაფინანსება გაორმაგებულია

შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, კონფერენცია გაიმართა, სადაც შშმ პირებთან დაკავშირებულ ინსტიტუციურ, საკანონმდებლო და ცხოვრებისეულ მიღწევებსა და გამოწვევებზე ისაუბრეს.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ ოკუპირებული ტერიტორიებიდან, დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროდან აცნობეს, ღონისძიება საქართველოს მიერ შშმ პირთა უფლებების კონვენციის რატიფიცირების მეხუთე წელს მიეძღვნა.

შშმ პირებისთვის ჯანდაცვისა და სოციალურ პოლიტიკაზე ისაუბრა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილემ თამარ ბარკალაიამ. მისი თქმით კონვენციის ხელმოწერიდან 5 წლის თავზე საკმაოდ ბევრი წინგადადგმული ნაბიჯია, როგორც ჯანდაცვის ასევე სოციალური ინკლუზიის მიმართულებით.

„გაიზარდა მნიშვნელოვანი სერვისების მიმართ ხელმისაწვდომობა, მათ შორის რეგიონალურ დონეზე, თუმცა გაცილებით მეტი არის გასაკეთებელი, რისთვისაც საჭიროა გუნდური მუშაობა ბენეფიციართა ინფორმირების კუთხით, ასევე დაფინანსების ზრდის მიმართულებით. მნიშვნელოვანია არასამთავრობო თუ საერთაშორისო პარტნიორების მხრიდან მხარდაჭერა იმისთვის, რომ გაუმჯობესდეს სერვისების ხარისხი. უამრავი სერვისი არის, რომელიც საჭიროებს გაძლიერებას და განვითარებას, მაგალითად ზრდასრულთა რეაბილიტაცია, დღის ცენტრების ხელმისაწვდომობა რეგიონებში, შინ მოვლის სერვისი, მაგრამ პირველი და მნიშვნელოვანი არის სერვისის მიმწოდებლის გაძლიერება. იგეგმება დაფინანსების გაზრდა ყოველწლიურად, ბოლო ხუთი წლის განმავლობაში გაორმაგებულია ზოგადად სოციალური რეაბილიტაციისა და შშმ პირთა სერვისების დაფინანსება, ასევე იგეგმება დღის ცენტრების დაფინანსების გაზრდა. ამავდროულად ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად ვგეგმავთ სერვისის მიმწოდებლების დატრენინგებას ხარისხის გაძლიერებისა და გაუმჯობესების კუთხით“, - განაცხადა თამარ ბარკალაიამ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა