ჩვენ, რა თქმა უნდა, გავაცნობიერეთ, რომ ჩინეთის აღმასვლას ნატო-ს ყველა მოკავშირისთვის უსაფრთხოებასთან დაკავშირებული გართულებები მოაქვს, - ამის შესახებ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტბერგმა ლონდონში, ნატოს სამიტის მიმდინარეობისას განაცხადა.
გამოცემა „დოიჩე ველეს“ ინფორმაციით, ნატო-ს ლიდერები აპირებენ მიიღონ დეკლარაცია, რომლითაც ისინი, ალიანსის არსებობის ისტორიაში პირველად, ჩინეთისგან მომავალ გამოწვევებს ოფიციალურად აღიარებენ.
"ჩინეთი თავდაცვის ბიუჯეტის სიდიდის თვალსაზრისით მსოფლიოში მეორე ქვეყანაა. მათ ახლახანს წარმოადგინეს ახალი თანამედროვე შესაძლებლობები, მათ შორის გრძელი რადიუსის რაკეტები, რომლებსაც ევროპამდე და აშშ-მდე შეუძლიათ მიაღწიონ", - განაცხადა იენს სტოლტენბერგმა.
მისივე თქმით, ოთხშაბათს ალიანსის 29 წევრი ხელს მოაწერს დოკუმენტს, რომელიც ოფიციალურად აღიარებს ჩინეთის გლობალური როლის ზრდასთან დაკავშირებულ "შესაძლებლობებსა და საფრთხეებს".